გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო, გადამწყვეტ ბრძოლამდე ბულგარელი ივაილო ივანოვი, უკრაინელი არტემ ბუბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ კრისტიან ტოტს იპონით სძლია.

სამწუხაროდ მედლის გარეშე დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

ტურნირზე 66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ბრინჯაოს ლაშა ნადირაძე დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღე ბექას, შესანიშნავი იყო და მსოფლიო და ევროპა მაგისია წელს, იმედია 90ს გააორებენ და ღვინიაშლი უეჭველი წასაყვანია, მეორრე მაისურაძეც იმსახურებს შანსს. ლიპარტელიანს მადლობა ყველაფრის მაგრან დროა მიხვდეს გრანდსლემები აღრაა მისი. წარმატებები ორივრს მომავალში.
Nick
00:06 19-02-2023
2
გენაცვალე ბექუშ.გილოცავ.
პეტროსი
23:08 18-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული