ვაჟა მარგველაშვილი დამატებით დროში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში ვაჟა მარგველაშვილი -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლ ბახში იონდენპერენლეის დაუპირისპირდა და დამატებით დროში დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ ესტონელი ოსკარ პერტელსონი და მონღოლი ერხემბაიარ ბატოგტოხი დაამარცხა, მეოთხედფინალში ჩვენებურმა იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო, რის გამოც ასპარეზობა რეპშაჟში განაგრძო და იაგო აბულაძეს სძლია, რითაც ფინალურ ბლოკში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, პირველ საჭიდაო დღეს გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ სწავლობენ ქვეჭიდში ჭიდაობას? სარდალაშვილი თუ ისწავლის უთუოდ დომინანტი გახდება. გიო მიაქციე ყურადღება, ძალიან გთხოვ.
თემო
22:35 08-05-2023
0
ვერ გაუძლო ფიზიკურად დაიღალა. ბოლო შეტევასაც ვერ ახერხებდა და წაქცევის მერრ ვეღარ გაინძრა.
იმერელი
08:28 09-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული