ბაქოს გრანდ-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ეთერი ფინალში კოსოვოელ ოლიმპიურ ჩემპიონთან, ნორა გიაკოვასთან 0:1 დამარცხდა.
ლიპარტელიანმა მერვედფინალში ფრანგ დევიქტორს, მეოთხედფინალში ტელმა მონტეიროს, ხოლო ნახევარფინალში დარია კურბონმამადოვას სძლია.
ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ). სამწუხაროდ, ასევე მედლების გარეშე დარჩნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და მარი მახარაშვილი (52 კგ).