ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბაქოს გრან სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა.

ლიპარტელიანმა შუკურჯონ ამინოვა (უზბეკეთი), ფიდან ალიზადა (აზერბაიჯანი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი კრისტინა დეგუჩისთან (კანადა) დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მარიჩა პერიშიჩს (სერბეთი) დამატებით დროში ვაზარით სძლია.

მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ნინო ლოლაძემ (57 კგ), თემურ ნოზაძემ (60 კგ), ამირან დარბაისელმა (60 კგ), გიგი ოთიაშვილმა (66 კგ) და თორნიკე მაზნიაშვილმა (66 კგ).

მკითხველის კომენტარები / 1 /
შარშან ვერცხლი,წელს ბრინჯაო.სასიამოვნო სტაბილურობაა.ვულოცავ ეთერ ლიპარტელიანს და სამომავლოდაც წარმატებებს ვუსურვებ.ჩვენ გოგოებს,საიმედო ლიდერი ჰყავთ.მალე სხვებიც გაჰყვებიან,მის კვალს,წარმატებებისაკენ.ჩვენ გოგოებს,გაცილებით მეტი შეუძლიათ და დიდხანსაც არ დაგვჭირდება ლოდინი.გუნდურმა შეჯიბრებებმა,ეს უკვე დაგვიდასტურა.ბიჭებში თითქოს უკუსვლა იგრძნობა,იმედია ოლიმპიური თამაშებისათვის იკრებენ ძალას.
სოსო
20:46 16-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული