ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრანდ-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეთერმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტი დაამარცხა.

იქამდე ლიპარტელიანმა ნახევარფინალში სლოვენიელ კაიზერს სძლია.

ფინალურ ბლოკში მეორე ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმაც იასპარეზა. გიორგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, 23 მარტს წინასწარ შეხვედრებსა და ფინალურ ბლოკს შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის გაცილების ღონისძიება ჩატარდება, ხოლო 24 მარტს ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის ვარლამ ლიპარტელიანის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ კარგი ქართველი გვყავხარ გილოცავ სულ გამარჯვებული გევლოს და გაახარე სამშობლო და ოჯახი მადლობა შენ მშობლებს ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის!
კახა
22 მარტი 2024 21:38
0
ჩემი აზრით წლის სპორცმენსაც იმსახურებს
თავისი შეუპოვრობის ბრძოლის უნარიანობის საქმის სიყვარულის და კიდევ ბევრი რამის გამო
დარწმუნებული ვარ ოლემპიურ ოქროსაც მოიგებს
წარმატებები ეთოს
გოგა
22 მარტი 2024 20:58
2
გილოცავ ეთერ გაბედნიერებას და თბილისის ოქროს! სულ ბედნიერებას და გამარჯვებებს გისურვებ!
მწვრთნელი
22 მარტი 2024 19:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული