ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.

სამწუხაროდ, ფინალში გრიგალაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან იპონით მარცხი
განიცადა.

საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. ხვალ ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გავა.

altტატომ ჯიონვან ლის დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 46 /
წაგება ყველას მოსდის და ყოველთვის შეიძლება , მაგრამ ვერ არიან ბიჭები ფორმაში , რაღაც უსისხლოდ ჭიდაობენ და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე ? ტატო უდიდესი ტალანტის წყალობით მივიდა ფინალამდე , თორემ ჰგავდა თავის თავს საერთოდ ?პირდაპირ , რეალურს ვიტყვი ჩემი აზრით , ვერ ვულოცავ ვერცხლს , რადგან ტატოსთვის მხოლოდ ოქრო იქნებოდა მისალოცი . არანაირად არ მინდა , რომ ამ კაცმა ოლიმპიური ოქროს გარეშე დაამთავროს კარიერა . ცუდი ნამუშევარია მწვრთნელების ჩემი აზრით . ვერ მიიყვანეს ფორმის პიკით ბიჭები პარიზამდე . ასე ჩანს , რაც მოსჩანს .თუ ასე გაგრძელდა ვერ უდგას სასურველი ახლო მომავალი ქართულ ძიუდოს ( ღმერთმა ქნას ვცდებოდე). 90 კგ-ს გარდა მეორე ნომრები არ გვყავს საერთოდ და ყველა დიდ ტურნირზე ერთი და იგივე ხალხი ჭიდაობს . გამოფიტულებიც არიან და გადამწვარები შეიძლება .
ტარიელი
02:22 31-07-2024
0
და კიდეევ ერთი, რა გახდა ბიჭო ეს ნევაზა? რამდენჯერ ღა უნდა წააგოს ამ სარდალაშვილმა და არა მარტო მაგან? არ გეცოდებათ სპორცმენებიიი? ფედრაციამ დაიქირავეთ იაპონელი ან ვინმე კვალიფიციური, ,,იმენნო'' ამიის მწვრთნელი(მაგ. როგორც რაგბშია შერკინების მწვრთნელი). ნახეთ ნაგასემ ესპოზიტოს ნევაზაში რა უყო? ვიღაცამ ანალიზი ხომ უნდა გააკეთოოს? ათეულობით მილიონებს ხომ იღეებთ, შეგარგოთ ღმერთმა , მაგრაამ... საქმეეც გააკეთეეთ რააა... და ჩვენც და სპორცმენებიც დაგვინდეეთ რააა...
გიორგი-50
01:06 31-07-2024
0

სიახლეები პოპულარული