ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრები პარიზის პარალიმპურ თამაშებზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. ჩვენს გუნდს რიგით მეხუთე მედალი შემატა პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -60 კგ).

ქართველი პარაძიუდოისტი ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში ვაზარით გაიმარჯვა ჩილელ იოჰან ჰერერასთან, მომდევნო შეხვედრაში კი ალჟირელი მეტოქის, იშაკ ულდკუიდერის სამი გაფრთხილების შედეგად გამოცხადდა გამარჯვებულად.

ზურაბიანი გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკ შერზოდ ნამოზოვს დაუპირისპირდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა.

პარიზის პარალიმპური თამაშების პირველ დღეს პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანა ჯაფარიძემ, მესამე საშეჯიბრო დღეს ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა გიგა
ოჩხიკიძემ, მეექვსე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს დაეუფლა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, ხოლო მეშვიდე დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა ტყვიის მსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა.

მომზადებულია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოკლედ ამ უზბეკეთში სპორტის დიდი ბუმია რაა ! აზიის თამაშებზე მარტო ჩინეთს და იაპონიას ჩამორჩნენ აგერ ოლიმპიადაზე 8 (!) ოქრო აიღეს და მე-13 ადგილზე გავიდნენ და ეხლა პარაებში უკვე 5 ოქროს მედალი აქვთ ! ხომ არ მოვიწვიოთ უზბეკეთის ოლიმპიური კომიტეტის 4-5 რიგითი თანამშრომელი და ჩვენი ჩამორჩენილი ფედერაციები ჩავაბაროთ ? პირველ რიგში ნიჩბოსნობა ცურვა და მძლეოსნობა იმიტომ რომ ყველაზე ბევრი მედალი ამ სახეობებში თამაშდება და ჩვენ ამ სამში ყველაზე ჩამორჩენილები ვართ (( მაგალითად ავსტრალია პარიზში მეოთხე ადგილზე გავიდა და ეს სამი სახეობა რომ არა (რომლებშიც 40-მდე მედალი აიღეს) ოცეულშიც ვერ შევიდოდა !
zura222
00:07 06-09-2024
9
პარა ძიუდო რა სპორტია გეყოფათ
9

სიახლეები პოპულარული