პარა ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე პარიზის პარალიმპური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

AutoSharing Option
პარიზის პარალიმპური თამაშების ბოლოსწინა დღეს საქართველოს მედლების კოლექცია გაიზარდა. წარმატებას მიაღწია პარა ძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია, +90 კგ).

ქართველი პარა ათლეტი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაება. წმინდა გამარჯვება მოიპოვა ჯერ ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასთან, შემდეგ ყაზახ ჟურკამირზა შუკურბეკოვთან და ფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ იბრაჰიმ ბოლუკბაშისთან, ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოს პარალიმპური თამაშებიც მეორე ადგილზე დაასრულა.

დღესვე ბრინჯაოს მედალთან იყო ახლოს ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა ყიზილაშვილი (J2 კატეგორია
-90 კგ) - ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იპონით წააგო უზბეკ დავურხონ კარუმატოვთან და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

პარიზის პარალიმპური თამაშების პირველ დღეს პარა ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანა ჯაფარიძემ, მესამე საშეჯიბრო დღეს ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ, მეექვსე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს დაეუფლა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, მეშვიდე დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა ტყვიის მსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, მერვე დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა პარა ძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა, 6 სექტმბერს კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი და ინა ქალდანებმა.

geonoc.org.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ვიცი მინუსი აქვს თვალებში, რას წვალობთ გადით პარა ოლიმპიადაზე, 3 ბრძოლა მხოლოდ აქედან ვიღაცა ინდონეზიელი
ადამა
09:16 08-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული