U23. ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 ნოემბერს, ბუქარესტში 23 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ბერძნულ-რომაულ სტილში საქართველოს ნაკრების 5-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა - ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), ბაკურ გოგოლი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

ნუგზარ წურწუმიამ მეოთხედფინალში ბულგარელი ნედიალკო პეტროვი 4-1 დაამარცხა და ნახევარფინალში ყირგიზ მოჭიდავე ბალბაი დორდოკოვს დაუპირისპირდება.



ლევან ქავჟარაძე სომეხ სლავიკ გალსტიანთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გურამ ხეცურიანმა აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან 1-2 დათმო და
მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალური სტადიიდან გამოეთიშა.

ზვიად პატარიძემ რუსეთის წარმომადგენელი ნოჰჩო ლაბაზანოვი 5-1 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალშია.



ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორივე ფინალში გავიდა.წურწუმიამ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2-1 გაიმარჯვა,პატარიძემ კი ძალიან იოლად 57 წამში 8-0
სოსო
21:08 12-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული