"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა, რა გავაკეთო, აღარ ვიცი"

AutoSharing Option
"ადამიანს პირად წყენას ვაპატიებ, მაგრამ ეს ჩემს პირადს სცდება. ამდენი წელი საქართველოს სახელით გამოვდივარ და ზუსტად ახლა რატომ მომინდა წასვლა?! არსად არ მინდა წასვლა. უბრალოდ, მომცეს საშუალება, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინო", - ამის შესახებ ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიის" პირდაპირ ეთერში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მისამართით განაცხადა.

ზურაბ დათუნაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ქვეყნის დატოვების შესახებ, განმარტებები გააკეთა. ორგზის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებასა და პრობლემებზე ისაუბრა და მოითხოვა, რომ
ფედერაციის ხელმძღვანელობამ თანამდებობა დატოვოს.

"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა. რა გავაკეთო, აღარ ვიცი. სხვაგვარად ჩემი კარიერა იღუპება. ვითხოვ, რომ გადავარჩინო. თუ ეს ხალხი უნდა დარჩეს აქ, ფედერაციაში, მაშინ მე უნდა წავიდე, რადგან ამ ადამიანებთან თანამშრომლობას მე ვერ ვხედავ. ვიცი მათი აგრესიული დამოკიდებულება ჩემდამი", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

დათუნაშვილმა 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მას არავინ დაკონტაქტებია და მომხდარი ფედერაციას სათანადოდ არ შეუფასებია. დათუნაშვილი აცხადებს, რომ მისი დაბლოკვა ამ ინციდენტამდე 6 თვით ადრე დაიწყო.

"ისეთ სიტუაციას ქმნიან, რომ მე ჩემი შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინო. არ მაძლევენ საშუალებას. ეს ყველაფერი ზაფხულში დაიწყო. სამი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ვერ წავედი. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარეს, იქაც არ ვიყავი. ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, თუ ასე უნდა დავიბლოკო, უნდა წავსულიყავი სადღაც. სხვა გზა აღარ მქონდა.

დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ შერიგდებიან და მორჩა. მე ხომ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

მოჭიდავე აცხადებს, რომ მის პოზიციას ბევრი მოჭიდავე იზიარებს, თუმცა საუბარი უჭირთ.

ამასთან, მისივე თქმით, თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თანამდებობას არ ჩამოშორდება, მისი კარიერა საქართველოში დაღუპულია და თავს უნდა უშველოს - ან უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, ან სპორტს თავი უნდა დაანებოს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

წყარო: ipn.ge

altსპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

altსაქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

altგოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული

altგოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს

altზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული