გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

AutoSharing Option
ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გეგეშიძემ აღნიშნა, პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

"ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს
ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას", - განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების საკითხს, გეგეშიძემ განაცხადა, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და მოჭიდავეები განიხილავენ ყველა საკითხს.

"იქ გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ არა", - განაცხადა გეგეშიძემ და დასძინა, რომ პრეზიდიუმი ასევე განიხილავს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხს.

ამასთან, როგორც გეგეშიძემ განაცხადა, დათუნაშვილთან ამ დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი 2 დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსაც შეხვდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფართო განხილვა და მსჯელობა პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართება, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება.

Sportall.Ge

რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, ყაველაშვილის თქმით, ის თავის საქციელს ნანობს.

"ჭიდაობის ფედერაცია ამ უახლოეს პერიოდში მოიწვევს ფართო საზოგადოებას, პრეზიდიუმს, იმ ადამიანებს, ვინც ჭიდაობის ეპოქას ქმნიდა ქვეყანაში, ვეტერან სპორტსმენებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ზურაბ დათუნაშვილიც.

მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა პრეზიდიუმის სხდომაში მონაწილეობა მანაც მიიღოს და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმაც.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ყაველაშვილმა ასე უპასუხა: "თავი დავანებოთ სპეკულაციებს. მთავარია ჩვენთვის ჭიდაობა და ის წარმატებები, რომლებიც იყო და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული, ყველა სპორტსმენს ჰქონდეს სრულყოფილად მომზადების და საქმიანობის საშუალება.

დეტალებში ნუ წავალთ, რა და როგორ მოხდა, ათასჯერ ვისაუბრეთ ამაზე, ყველამ დაგმო ეს ფაქტი და ეს ადამიანიც ნანობს ამას. ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?" - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ 11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. თავად გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი.

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altსპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია

alt"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა, რა გავაკეთო, აღარ ვიცი"

altზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნანობ კი არა, გადადექი შე ხეპრევ!
ოდალა
15:25 07-02-2019
1
ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ჩამოაშორებდნენ თანამდებობას.
გეგა
16:45 07-02-2019
0

სიახლეები პოპულარული