გეგეშიძე სასამართლოს შემდეგ: მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს

AutoSharing Option
თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გეგა გეგეშიძის თქმით, ზურაბ დათუნაშვილს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა და სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ.

"ადამიანს თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ. ზურაბ დათუნაშვილს თუ წასვლა უნდა - წავიდეს. ჩვენ პირიქით ვეუბნებით, რომ მოვიდეს და ქვეყანას დასაკარგი სპორტსმენები არ ჰყავს. ბოდიშიც მოვიხადეთ და მეტი რა გავაკეთო? მარტო მე
მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს. თუმცა, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, ჩემგან ჩანს.

თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი. მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა ყაზახეთში. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება და რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა ჩატარებული სამუშაოები. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ის ორი წელია გუნდში ვეღარ ხვდებოდა", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ თვლის წარდგენილ ბრალში და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

წყარო: Ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 19 /
გული მისკდება ასეთ ამბებს რომ ვიგებ -- პრეტენზია მაქვს (და ალბათ ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე ნაწილის უმეტესობას აქვს), რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელიც ცივილიზებული სამყაროსკენ მიისწრაფის; ასეთ ამბების წაკითხვისას კი ვხვდები, რომ ჯერაც ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ (უტრირების გარეშე).

ტიპმა (ფედერაციის პრეზიდენტმა) ევროპის ჩემპიონი ცემა (დაასისხლიანა) და ახლა უტიფრად (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) იძახის თუ უნდა ივარჯიშოს, თუ არადა წავიდეს სადაც უნდაო!!! ნუ, აი რა ვთქვა არ ვიცი!!! რა მნიშვნელობა აქვს ამას რა უთხრეს ან რა უქნეს ან მეორე მხარეს ქონდა თუ არა პროვოკაცია დაგეგმილი??? როცა თანამდებობის პირი ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს და თუ მაინცდამაინც "მამალ ბუზს არ დავისვამ მხარზე" ტიპი ხარ, წადი და "იკაჩავე" ფიზიკური პირის სტატუსით და იყავი "მოჯიგრო / მოკაიტიპო" ასოციალური არსება.

ამაზე გაჩეუმება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის ფაქტიურ თუ ფიქტიურ მმართველებს (რომლებსაც მე ვუხდი ფულს) ვგონივართ ცხვარი (უკეთეს შემთხვევაში), რომელსაც რასაც უნდათ იმას ეტყვიან / უზამენ და ისიც უსიტყვოდ აიტანს. ეს იგივეა, რაც ცხოვრობდე ატყროლებულ, ბინძურ და სუნიან ოთახში და არ ცდილობდე ან გარეთ გასვლას ან მის განიავება-მოწესრიგებას.

ამიტომ, მე პირადად მზად ვარ აქტიურად გავაპროტესტო ეს საზიზღრობა / უტიფრობა / დედა........ბა და არ ვიცი კიდევ რა დავარქვა ... შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ამ მართლა საშინელების საწინააღმდეგოდ დაიგეგმება!
Miriani
17:35 12-03-2019
3
სუფთა 90-იანი წლების გამოხატულებაა გეგეშიძის კომენტარი და მოქმედება
zas.
18:05 12-03-2019
2

სიახლეები პოპულარული