"სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები" - ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარი გვერდით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობებს.

ის ამბობს, რომ  ჭიდაობის ფედერაციამ მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არ მისცა, ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.

დათუნაშვილის განცხადებას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა და ბრალდება უარყო.

"საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო
პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.

ზურაბ დათუნაშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე პირადად მოისმინა, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერდა მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავდა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუკი წესი დაირღვევა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია", - წერს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორც გინდათ ისე ჭრით და ისე კერავთ,თქვენ ხალხი მართლა ღორების კოლტი ხომ არ გგონიათ?!ამბობთ,რომ ფედერაცია მხარს არასოდეს დაუჭერს ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლასო,თან ამტკიცებთ ჩვენ არ გვითქვია რომ სხვა ქვეყანაში წასვლის უფლებას არ მოგცემთო. გაუშვით და აღარ ჩაეთვლება თვითნებურად გადაწყვეტა; მითუმეტეს თქვენი "დამსახურებით" გახდა იძულებული.
gio
30 მარტი 2019 02:55
0
სამარცხვინოები ხართ მთლიანად ფედერაცია..
Georgian
30 მარტი 2019 01:49
0
ფედერაცია თუ ასეთი ლოგიკით მუშაობს, როგორი ლოგიკაც წერილში აქვს, ეს ბიჭი ასპროცენტიანია. ფედერაციის ხელმძღვანელობა მარტო ამ წერილისთვის (საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრისათვის) უნდა გადააყენონ.
malkhazi
30 მარტი 2019 08:32
0
გეგეშა და მისი რაზმი,
არის, კაცობის მარაზმი.
სოსო
30 მარტი 2019 09:58
0
გეგეშიძის მფარველებია დასაჭერი და დაიჭერენ კიდევაც ერთ ორ წელში.
Status quo
30 მარტი 2019 12:00
0
ფედერაციაში კუნთმაგარი და გონებასუსტი ხალხია
zaza
30 მარტი 2019 08:23
0
სიცრუე კი არა, დასაჭერია გეგეშიძე!
ვახო
30 მარტი 2019 09:58
1
აქედან გამომდინარეობს, რომ არა ყოფილა სიცრუე, რასაც კაცი ამბობს :DDDDDDDDDDDDD
არჩილა
30 მარტი 2019 09:04
0
კორცხელის ლომებოოო და კორუმპირებულო ვეტერანებო ნუ გუპავტ ახალგაზდას.
bajo
30 მარტი 2019 08:47
1
ეს რო კაი მატყუარა და პროვოკატორია მაგას ლაპარაკი აღარ უნდა. გეგეშიძე მართლა გასაშვებია ფედერაციიდან სხვა საკითხების გამო და არა ამ ინტრიგანის ცემისთვის. თუ მიდიხარ წადი არ შეჭამა ტვინი.
ორივე მოშორდით
30 მარტი 2019 09:37
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული