მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]

AutoSharing Option
28 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) სომეხ კარენ ასლანიანს 5:0 მოუგო.

ფინალში შმაგი რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდება.

ბოლქვაძემ ასლანიანთან შეხვედრამდე ავსტრიელ კრისტოფ ბურგერს (8:0) და სერბ მატე ნემესს (2:0) სძლია.

შმაგი ბოლქვაძე - კარენ ასლანიანი 5:0
დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) ნახევარფინალში 5:6 დათმო შეხვედრა უნგრელ ერიკ ტორბასთან და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

ორივე შეხვედრა 29 ივნისს ჩვენი დროით 19:00 საათიდან გაიმართება.

ჩხარტიშვილმა 1/2-ფინალამდე იტალიელი ჯაკოპო სანდრონი
(5:0) და ხორვატი ივან ლაზატოვიჩი (8:1) დაამარცხა.

სამწუხაროდ, ტურნირს გელა ბოქვაძე (77 კგ) გამოეთიშა.

29 ივნისს მინსკის ხალიჩაზე 12:00 საათიდან რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) იჭიდავებენ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი 25 მედლით (6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო) საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
შმაგი წარმატებები. ჩხარტიშვილმა ძალით წააგო როცა შენს მოწინააღმდეგეზე ათი თავით მეტი ხარ დროის გაყვანა წამგებიანია მოუგე რა შენი რესურსით. და კიდევ მაინტერესებს რატომ არ არიან ნაკრებში გუნდის ლიდერები წურწუმია ზოიძე პატარიძე?
0

სიახლეები პოპულარული