ოქროს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე და 0:5-დან წმინდა გამარჯვებამდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, მედლების გათამაშება ხვალიდან დაიწყება და კვარცხლბეკზე ასასვლელად საქართველოს ნაკრების წევრებიც იბრძოლებენ.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. დღეს მან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი თიბილოვი (7:3) და ირანელი ალირეზა ნეჯათი (7:3) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება. თემურ ჭკუასელიძეს (87 კგ) ფინალამდე სულ ცოტა დააკლდა - ნახევარფინალში მან ფრედ - 7:7 დაასრულა შეხვედრა რუს ალექსანდრ კომაროვთან და გადამწყვეტი
როლი ბოლო ილეთის უპირატესობამ შეასრულა, რუსის სასარგებლოდ.

ნახევარფინალამდე ჭკუასელიძემ სამი ეტაპი გაიარა და სამივე ვადაზე ადრე მოგებით. პირველ წრეში 8:0 სძლია სომეხ გევორგ ტადევოსიანს. მერვედფინალში 10:1 დაამარცხა ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლაევ ნიკოლოვი, მეოთხედფინალში კი თურქ მუჰუტდინ სარიჩიჩეკს აჯობა დრამატულ დაპირისპირებაში. ქართველი მოჭიდავე ჯერ 0:5 ჩამორჩა, შემდეგ 8 ქულა აუღო მოწინააღმდეგეს და ბოლოს წმინდად მოუგო.

რეპეშაჟის ფინალში თემურ ჭკუასელიძის სავარაუდო მეტოქეები არიან: ირანელი ნასერ გასემ ალიზადე, ინდოელი კუმარ სუნილი და ყაზახი მაკსატ საილაუ.

77 კილოგრამში მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძემ ძირითად ბადეში ორი შეხვედრა ჩაატარა. ტუნისელი ლამჯედ მააფის ძლევის (8:5) შემდეგ, მერვედფინალში ირანელ ამინ იავარ კავიანინეჯადთან დამარცხდა (0:6). ირანელმა მოგვიანებით ფინალის საგზური მოიპოვა და ჭიკაიძეს ბრინჯაოს გზა გაუხსნა. კვარცხლბეკზე ასასვლელად ქართველმა მოჭიდავემ სამ მეტოქეს უნდა აჯობოს: ალბანელ არდიტ ნდოჟს, თურქ ერქან ერგენს და რუს სერგეი სტეპანოვს.

დღეს საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი ცოფურაშვილიც (130 კგ) ჩაებნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსება.

გიორგი თოხაძემ სომეხი აშოტ მხითარიანი დაამარცხა (8:0) და შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ამერიკელ ტეილორ კრეიგ ლა მონტთან წაგებით (3:6). გიორგი ცოფურაშვილისთვის კი დაუძლეველი ზღუდე გერმანელი ფრანც რიხტერი აღმოჩნდა (1:6).

ფინალური ბლოკი 19:45 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

altდათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

altახალგაზრდა მოჭიდავეების 3 მედალი რუსეთში - ფინალური მარცხი მასპინძლებთან [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული