ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

AutoSharing Option
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. საპატიო ჯილდო დათუნაშვილს სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.

"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ. მხარდაჭერისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეს მოღალატე კაცუნა ნახე ამას კაცი გონია თავი. იმით ამაყობს რომ მტრულად განწყობილ ქვეყანაში გადავიდა? რუსეთი ბელორუსია და სერბეთი ერთ ქვაბშია მოხარშული
ქართველი
27 დეკემბერი 2022 22:13
115
იმედია ბოტი ხარ ძმაო და სხვისი დავალებით დაწერე ეს ყველაფერი. არ მინდა დავიჯერო რეალურ ადამიანს ასეთი აზრი მოუვიდა თავში.
ლაშა
27 დეკემბერი 2022 23:31
2
ჩიტი, ხარ, ჩიტი. (ქოცურად რასაც ნიშნავს, იცი)
ტაბუ
27 დეკემბერი 2022 23:27
7
ყველა გამოხმაურება
არაკაცები არ უყვართ არსად განსაკუთრებით მოჭიდავეებში ერთი კაცი რატო არ გამოგექომაგა თუ შენ კაცურად მოიქეცი რაგაც რაგაცეებში დავითაშვილი მიხვდება რასაც ვამბობ, აქ ვისაც გონია მოჭიდავეთა წრე ისეთია გეგეშიძის შეენდათ რაზე უნდა გელაპარაკოდ
S.m
28 დეკემბერი 2022 10:57
45
ეშინიათ, დააჩმორეს, სიმონ!
ტაბუ
28 დეკემბერი 2022 13:28
1
უჩერდა მხარს ერთ ერტ პოლიტიკურ პარტიას. კარგია რო მოიგო. მაგრამ გეგეშიძე გასაშვებია დიდი ხანია!ხოლო რაც შეხება დათუნაშვილს ეგეც მაგარი ინტრიგანია და პროვოცირებდა. შესაბამისად გეგეშიძე ავარდა გოიმივით! რაც არ შეფერება ხემძგვანელს, ესა და ეს. ვიმეორებ დათუნაშვილი არის ინტრიგანი,! მე პირადათ არ ვცემ პატივს არც დათუნაშვილს, გეგეშიძე ს ციხეში გაუშვებდი!!!!
პოლიტ
28 დეკემბერი 2022 22:15
5
ესეიგი არაკაცურად მოიქცა არა?თავში რა ჩაარტყა გეგეშიძემ ეგ არის კაცური?არ ვიცი მანამდე რა იყო მაგრამ ჩხუბის შემდეგ 100% მართალია,ფედერაცია გასაქანს არ მისცემდა.
შუმანა
24 აპრილი 2023 10:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული