ბელგრადში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონტზე ლერი აბულაძე (63 კგ) ფინალში გავიდა.
აბულაძემ ენეს ბაშარი (თურქეთი), ოლეკსანდრ ჰრუშინი (უკრაინა) და სტეფან კლემენსი (საფრანგეთი) დაამარცხა და ზედიზედ მესამედ იჭიდავებს ფინალში.
ფინალში ქართველი ფალავანი მურად მამადოვს (აზერბაიჯანი) შეხვდება.
მედლების გარეშე დარჩნენ ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და ფრიდონ აბულაძე (60 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეებიდან მედალს მხოლოდ ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) დაეუფლა, ოლიმპიური ლიცენზია კი საქართველოს ნაკრებიდან ვერავინ ვერ მოიპოვა.