"გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია

AutoSharing Option
მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნუგ­ზარ წურ­წუ­მია, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

"მშვი­დო­ბით, ოქ­როს ბიჭო! ეს რა დაგ­ვე­მარ­თა (მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნუგ­ზარ წურ­წუ­მია, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს). გული მეგლი­ჯე­ბა, ჩემი წურ­წი­კა! უნი­ჭი­ე­რე­სი წურ­წი­კა", - წერს მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი.

წურ­წუ­მია 27 წლის იყო.

ნუგ­ზარ წურ­წუ­მია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი 2019 წელს გახ­და, რო­დე­საც ყა­ზა­ხეთ­ში გა­მარ­თუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ყა­ზა­ხი სპორ­ტსმე­ნი შორ­ლან ჟა­კან­შა და­ა­მარ­ცხა.

ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლის მო­ჭი­და­ვე, 55 კი­ლოგ­რა­მამ­დე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის გარ­და, იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ბრინ­ჯა­ოსპრი­ზი­ო­რი.

წყარო: Ambebi.ge

ნუგზარ წურწუმია" style="height: 50px; width: 50px;" />ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა უბედურებაა ახალგაზდა სპოტსმენი ასე რანაირად გარდაიცვალა? ძალიან სამწუხარო და შემზრავი ფაქტია. ნათელში იყოს მისი სული.
G.LA
23:06 03-07-2024
3
ღმერთმა ნათელში ამყოფოს
ჯონი
00:58 04-07-2024
1

სიახლეები პოპულარული