ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი წარდგა. 

ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 3:8 დამარცხდა. ლაშას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, თუ ნოვიკოვი ფინალში გავა.

სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.


მკითხველის კომენტარები / 19 /
როგორც სჩანს ესაა ამათი მაქსიმუმი.
baggio
17:56 07-08-2024
0
ჩვენი კლასიკოსი მოჭიდავეები ქართულ საკლუბო ფეხბურთს მაგონებენ :ვინ უნდა შეგვხდეს,რომ მოვუგოთ??გიბრალტარი და ანდორა??მაგრამ იქ არ ჭიდაობენ სამწუხაროდ.
ardiles 78
17:05 07-08-2024
0

სიახლეები პოპულარული