ნაცუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი კაკურიოსთან დამარცხდა, ჰაკუჰოს იმედად... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთოთხმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და სამწუხაროდ ტოჩინოშინმა მეორე მარცხი იწვნია.

ტოჩინიშინის მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიუ იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 ჰქონდა. დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიდი ალბათობით წყდებოდა იმპერატორის თასის ბედი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენმა მებრძოლმა გუშინ ხელი მძიმედ დაიზიანა და ტრავმირებული ასპარეზობდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე შეძლო უპირატესობის მოპოვება, მონღოლი იოკუძუნა მავაშში დაიჭირა თუმცა არასრულყოფილად, რითიც გამოცდილმა კაკურიუმ ისარგებლა და რამდენიმე ფაზიანი ორმხრივი შეტევების შემდეგ ტოჩინოშინი
სუკუინაგეთი დამარცხდა.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • იოკუძუნა კაკურიუ - 13 გამარჯვება , 1 მარცხი
  • ტოჩინოშინი - 12 გამარჯვება, 2 მარცხი
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 გამარჯვება ,3 მარცხი
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ფალავანმა ყველა პირობა შეასრულა, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკობა (სუმოს იერარქიაში რანგით მეორე ტიტული) მიანიჭონ. უკვე იაპონური ტელევიზიებიც ხშირად ქართველს ოძეკად მოიხსენიებენ.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე აქვს. 31 წლის იაპონელმა ამ ბაშოზე 8 შეხვედრა მოიგო და 5 შეხვედრაში დამარცხდა.

ფინალურ დღეს ერთმანეთს აგრეთვე დაუპირისპირდებიან მონღოლი იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ. ჰაკუჰოს სრული უპირატესობა აქვს ბალანსში 41:6-ზე.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს სეკივაკე იჩინოჯისთან დამარცხდა და იმპერატორის თასის მოგების არანაირი შანსი არ დარჩა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში ჰაკუჰოს ვუქომაგოთ, ხოლო ვიმედოვნოთ რომ ტოჩინოშინი იკოისთან გამარჯვებას შეძლებს. ასეთი სცენარის განვითრების შემთხვევაში დაინიშნება ფინალი: ტოჩინოშინსა და კაკურიუს შორის.


მკითხველის კომენტარები / 18 /
იმ ტრამვების გათვალისწინებით რაც აწუხებს,მაგრათ იჭიდავა. ნამდვილად ღირსეული ქართველია
თორნიკე
26 მაისი 2018 16:57
0
ხელის ტრავმა არაფერ შუაშია...უბრალოდ არასრული ჩავლება გამოუვიდა ლევანს...ქამარი ორი სარტყელისგან შედგება და ლევანი ერთს ჩაეჭიდა, ამიტო გაიწელა და ძალა ვეღარ დაატანა, თორე ორივეს ჩაჭიდების შემთხვევაში პირველივე მიწოლაზე გადაიყვანდა...
იმედია ხვალ იკიოის უპრობლემოდ მოუგებს და ჰააკუჰო კაკურას არ დაუწვება...აი მერე კი ვნახოთ გამეორებითში რა მოხდება...ისე საღოლ მაინც კაკურას ჰენკა რო არ იკისრა...მე ველოდებოდი..
კოღოსთან
26 მაისი 2018 16:14
1
პროგრამა მინიმუმი ამ ბაშოზე შესრულებულია,ლევანს ყველაფერი წინ აქვს,დარწმუნებული ვარ ის იოკოძუნა გახდება აუცილებლად.ჩვენი მხარდაჭერა მას მაგრად ეხმარება....
zas.
26 მაისი 2018 16:01
1
მხოლოდ ერთ სიტყვას "წელს" დავუმატებდი. ამგვარად, zas-ის ფრაზა მიიღებს შემდეგ სახეს: ის იოკოძუნა გახდება წელს!
N
26 მაისი 2018 19:21
0
ეს ძალიან კარგია, ჰაკუჰომ რომ წააგო, რადგან, ჰაკუჰო თუ დღეს მოიგებდა და ხვალ კაკურიუს დაამარცხებდა, ლევანის იკიოისთან გამარჯვების შემთხვევაში ორივე იოკუძუნასა და ტოჩინოშინს შორის გაიმართებოდა დამატებითი ბრძოლები გამარჯვებულის გამოსავლენად, რაც, ლევანის ტრამვის გათვალისწინებით, ძალიან ამცირებდა მისი ჩემპიონობის შანსს. ახლა კი, თუ ხვალ ჰაკუჰო გაიმარჯვებს და ლევანი იკიოის მოუგებს, კაკურიუსა და ტოჩინოშინს შორის გაიმართება ერთი საჩემპიონო ბრძოლა. ერთი შეხვედრის მოგება კი, ვფიქრობ, ლევანს ტრამვირებული ხელითაც შეუძლია. თანაც, ლევანისთვის ჰაკუჰო გაცილებით უფრო სახიფათო მეტოქეა, ვიდრე კაკურიუ. ჩემი აზრით, გუშინ ტრამვა რომ არ მიეღო, კაკურიუს დღეს აუცილებლად დაამარცხებდა.
ზურა
26 მაისი 2018 15:53
1
საინტერესოა ხელის ტრავმას როდის მოიშუშებს?.. თორე ეს ბაშო რომ ძალიან დიდი პოზიტივია რად უნდა საუბარი. ოძეკი გახდა!
Irakli apkhaidze
26 მაისი 2018 15:05
0
მოკლე ამ კაცმა რომ მე თავი შემაყვარა ისეთი უნდა და არამარტო მე არამედ მთელ საქართველოს და სუმოს სამყაროს. უიღბლო მეცამეტე ბრძოლის შედეგმა გაგვკრა დღესაც კბილი მაგრამ ეგ არაფერი, ტოჩი აწი უკეთეს ბაშოებს ჩაატარებს და მთავარია ტრავმები გვაშოროს ღმერთმა!
b-52
26 მაისი 2018 14:00
0
კაკურიე +13-1
ტოჩინოშინი +12-2
ჰაკუჰო +11-3
ხვალ ჰაკუჰომ საკუთარი იმიჯი უნდა დაიცვას (კბილებით)!
ტოჩინოშინმა კი იკიოის მოუგოს!საერვიულო არაფერია!

ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ღ მ ე რ თ ი გწყალობდეთ


დავით
26 მაისი 2018 13:37
0
კაკურიე +13-1
ტოჩინოშინი +12-2
ჰაკუჰო +11-3
ხვალ ჰაკუჰომ საკუთარი იმიჯი უნდა დაიცვას (კბილებით)!
ტოჩინოშინმა კი იკიოის მოუგოს!საერვიულო არაფერია!

ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ღ მ ე რ თ ი გწყალ


დავით
26 მაისი 2018 13:32
0
დიდი კაცი ხარ ლევან!
დათო
26 მაისი 2018 13:24
0
სამწუხაროა ლევანის დამარცხება,მაგრამ სიმართლე გითხრათ,მირჩევნია კაკურიომ დაამარცხოს ჰაკუკო და ლევანი მეორეზე გავიდეს.ტრავმირებული ლევანი ვერ შესძლებს კიდევ დამატებით ორთაბრძოლებს და თანაც ორ იოკუძუნას დამარცხებას,ტრავმას კი აუცილებლად გაირთულებს
სოსო
26 მაისი 2018 13:22
4
მარტო კაკარიუსთნ დაჯახება მოგვიწევს თუ მან წააგო ხვალ და ლევანმა მოიგო. ჰაკუჰოს თასის მოგების შანსი აღარა აქვს.
მოხდა ის რისიც მეშინოდა, KIKUრიუ მავაშის გახდასაც არ მოერიდა მოგების გამო. ლამის იღლიებამდე აეწია მავაში და როგორ გინდა რომ მოუგო ასე.
imereli
26 მაისი 2018 13:38
1

სიახლეები პოპულარული