ნაცუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი კაკურიოსთან დამარცხდა, ჰაკუჰოს იმედად... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთოთხმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და სამწუხაროდ ტოჩინოშინმა მეორე მარცხი იწვნია.

ტოჩინიშინის მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიუ იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 ჰქონდა. დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიდი ალბათობით წყდებოდა იმპერატორის თასის ბედი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენმა მებრძოლმა გუშინ ხელი მძიმედ დაიზიანა და ტრავმირებული ასპარეზობდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე შეძლო უპირატესობის მოპოვება, მონღოლი იოკუძუნა მავაშში დაიჭირა თუმცა არასრულყოფილად, რითიც გამოცდილმა კაკურიუმ ისარგებლა და რამდენიმე ფაზიანი ორმხრივი შეტევების შემდეგ ტოჩინოშინი
სუკუინაგეთი დამარცხდა.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • იოკუძუნა კაკურიუ - 13 გამარჯვება , 1 მარცხი
  • ტოჩინოშინი - 12 გამარჯვება, 2 მარცხი
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 გამარჯვება ,3 მარცხი
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ფალავანმა ყველა პირობა შეასრულა, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკობა (სუმოს იერარქიაში რანგით მეორე ტიტული) მიანიჭონ. უკვე იაპონური ტელევიზიებიც ხშირად ქართველს ოძეკად მოიხსენიებენ.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე აქვს. 31 წლის იაპონელმა ამ ბაშოზე 8 შეხვედრა მოიგო და 5 შეხვედრაში დამარცხდა.

ფინალურ დღეს ერთმანეთს აგრეთვე დაუპირისპირდებიან მონღოლი იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ. ჰაკუჰოს სრული უპირატესობა აქვს ბალანსში 41:6-ზე.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს სეკივაკე იჩინოჯისთან დამარცხდა და იმპერატორის თასის მოგების არანაირი შანსი არ დარჩა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში ჰაკუჰოს ვუქომაგოთ, ხოლო ვიმედოვნოთ რომ ტოჩინოშინი იკოისთან გამარჯვებას შეძლებს. ასეთი სცენარის განვითრების შემთხვევაში დაინიშნება ფინალი: ტოჩინოშინსა და კაკურიუს შორის.


მკითხველის კომენტარები / 18 /
საინტერესოა ხელის ტრავმას როდის მოიშუშებს?.. თორე ეს ბაშო რომ ძალიან დიდი პოზიტივია რად უნდა საუბარი. ოძეკი გახდა!
Irakli apkhaidze
26 მაისი 2018 15:05
0
და ჰაკუჰომ რო წააგო და 11-3 ზე აქვს? როგორ იქნება ეგ:) მგონი ხვალინდელმა დაკარგა აზრი და სამწუაროა:((( ტოჩი მაინც გენაცვალე
Tochi
26 მაისი 2018 13:16
5
ჰო, მარა იოკოძუნაა და არ დაუთმობს. იმედია.
გელა
26 მაისი 2018 14:02
0
კი არ დაკარგა, პირიქით. ჰაკუჰო თუ დღეს მოიგებდა და ხვალ კაკურიუს დაამარცხებდა, ლევანის იკიოისთან გამარჯვების შემთხვევაში ორივე იოკუძუნასა და ტოჩინოშინს შორის გაიმართებოდა დამატებითი ბრძოლები გამარჟვებულის გამოსავლენად, რაც, ლევანის ტრამვის გათვალისწინებით, ძალიან ამცირებდა მისი ჩემპიონობის შანსს. ახლა კი, თუ ხვალ ჰაკუჰო გაიმარჯვებს და ლევანი იკიოის მოუგებს, კაკურიუსა და ტოჩინოშინს შორის გაიმართება ერთი საჩემპიონო ბრძოლა. ერთი შეხვედრის მოგება კი, ვფიქრობ, ლევანს ტრამვირებული ხელითაც შეუძლია.
ზურა
26 მაისი 2018 15:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული