ნაგოია ბაშო. V დღე: გაგამარუ ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ნაგოია ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ჯურიო დივიზიონში მორიგი შეხვედრა გამართა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ და სამწუხაროდ, ისევ დამარცხდა.

ქართველის მეტოქე მეოთხე ნომერი ტაკანოშო იყო, ვისთანაც იორიკირის ილეთით წააგო.

5 დღის შემდეგ გაგამარუს 1 მოგება და 4 მარცხი აქვს, არადა დადებითი ბალანსის შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ ის მაკუუჩი (უმაღლეს) დივიზიონში დაწინაურდეს.

ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჩიოშომა იქნება, ვისთანაც ბალანსი 1:2-ზე აქვს.

დღეს საკუთარ ორთაბრძოლას ტოჩინოშინიც გამართავს, ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ასანოიამა იქნება, რომელთანაც ჩვენებურს 1 მოგება და 1
მარცხი აქვს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული