აკის ბაშოს მე-4 დღეს გაგამარუმ მტკივნეული მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 სექტემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, აკი ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ჯურიოს მე-9 ნომერ იჩიამამოტოსთან ბრძოლაში შიტატედაშინაგეს ილეთით მარცხი განიცადა.

გაგამარუს ამ შეხვედრის შემდეგ თანაბარი ბალანსი გაუხდა - 2:2.

მოგეხსენებათ, გაგა, ტოჩინოშინის მსგავსად, ამ ბაშოზე მუხლის ქრონიკული ტრავმით ასპარეზობს და ყველა ბრძოლაში დიდი ტკივილის ატანა უწევს.

თეიმურაზს ამ ბაშოზე მინიმუმ 8 მოგება სჭირდება, რათა ელიტარულ დივიზიონში დარჩენა მოახერხოს.

მეორე ქართველი, ტოჩინოშინი, დაახლოებით 12:30 საათზე გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული