ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს მე-10 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული ბაშო კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების გამო მაყურებელთა გარეშე მიმდინარეობს.
ლევანი კი მიმდინარე ბაშოს მე-9 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა და ძნელი სათქმელია, რა იქნება ქართველის მიზანი. რაც მთავარი და აუცილებელია, ტოჩინოშინმა ტრავმის მოშუშება უნდა შეძლოს.
ხვალ ტოჩი მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუს შეხვდება.
გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც მაკუუშიტას დივიზიონში ასპარეზობს, 1-ლი საშეჯიბრო დღე გამოტოვა. აღნიშნულ ლიგაში რიკიშები ბაშოს მიმდინარეობისას 7 ბრძოლას ატარებენ.