გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო - 3-1.
- ზურაბ იაკობიშვილის საოცარი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში [VIDEO]
ეს მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს, ჯამში კი მესამე მედალია. წინა დღეს მძიმე წონაში პლანეტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) მოიპოვა.
დღესვე მოგვიანებით პარიზში ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97).