
პირად შეხვედრებში სამივე ქართველმა ფალავანმა იმარჯვა, პრო-ლიგის ტრიუმფატორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ჩვეულ სტილში 16:0 გაანადგურა ინდოელი სუმიტი და ჩემპიონატი 100%-იანი მაჩვენებლიდ შვიდიდან შვიდი გამარჯვები დააგვირგვინა.
ზურაბ იაკობიშვილმა, რომელიც "პანჯაპელებმა" მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში რუსების დაღესტნელი ფალავანის ილაის ბეკბულატოვის ნაცვლად დაიმატეს 4:0 მოუგო ინდოელ კარან მორს.
ხინჩეგაშვილმა ინდოელ ნავეერ კუმარს 4:0 მოუგო და ჩემპიონატი წაუგებლად ექვსიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა. შეგახსნებთ, რომ შარშან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი პრო-ლიგის გამარჯვებული სწორედ "პანჯაპის" შემადგენლობაში გახდა.
ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია, სადაც მსოფლიოს მრავალი ტიტულოვანი ფალავანი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებამ სტარტი 9 იანვარს აიღო და 26-ში დასრულდა.
ლეგიონერებს შორის ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოჭიდავეებათ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი დასახელდნენ.
წყარო: Wrestling.ge