საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრები კიევის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს სამი ჩემპიონის თაოსნობით იასპარეზებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს.

გუნდის შემადგენლობაში არიან: ნაკრების ლიდერი, ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი, მსოფლიოს პრიზიორები სანდრო ამინაშვილი და დავით ხუციშვილი, ევროპის პრიზიორები იაკობ მაქარაშვილი, კოტე ხაბალაშვილი.

გამონაკლისი მხოლოდ 2 წონით კატეგორიაში გვეყოლება. ტრავმის გამო ვერ იასპარეზებენ ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებულები:
ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).

ჩვენი ნაკრები კიევში 22 თებერვალს, დილით გაემგზავრა. შეჯიბრება სტარტს 23 თებერვალს აიღებს და ორი დღის თავზე, 25 თებერვალს დასრულდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ - ოთარ გოგავა, თეიმურაზ ვანიშვილი.
61 კგ - ბექა ლომთაძე, გიორგი რევაზიშვილი.
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ედემი ბოლქვაძე.
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, კოტე ხაბალაშვილი.
79 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ჯაბა ყველაშვილი.
86 კგ - სანდრო ამინაშვილი, დავით ხუციშვილი.
92 კგ - ირაკლი მწითური, დავით მარსაგიშვილი.
125 კგ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი.

ბერძნულ-რომაული ნაკრები
55 კგ. ნუგზარ წურწუმია
60 კგ. დავით ჩხარტიშვილი
63 კგ. ლევან ქავჟარაძე, ფირუზ წულუკიძე
67 კგ. შმაგი ბოლქვაძე
72 კგ. იური ლომაძე
77 კგ. თორნიკე ძამაშვილი
82 კგ. ზურაბ დათუნაშვილი
87 კგ. რობერტ კობლიაშვილი
97 კგ. კუკური კირცხალია
130 კგ. იაკობ ქაჯაია

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული