ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის სამი ქართველი იჭიდავებს

AutoSharing Option
პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ევროპირველობაზე სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), რომელმაც ნახევარფინალში დაღესტნელი მაგომედ კურბანალიევი ვერ დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც პირველად ასპარეზობს ახალ 65 კგ კატეგორიაში, დამამშვიდებელ წრეში მოლდაველ ანდრე პერპელიტას შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი პოლონელ კ. ბიენკოვსკსის დაეჭიდება.

დამამშვიდებელ წრეშია და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ), ის იტალიელ კონიედო რუანთან გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინის სახელით მაოსპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.

ფინალური ბლოკი
ხვალ 19:00 საათიდან "სილქ უნივერსალის" პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლადო 61 -ში უნდა დაბრუნდეს,ძალა და სიმძლავრე არ ყოფნის 65-ში და ოლიმპიადასწც მოიგებს!
ისე ბიჭები შტანგაზეც ავარჯიშეთ,სუნთქვაზე ...კიდევ მეტი ძალა და გამძლეობა ჭირდებათ!
გლახუნა
22:47 04-05-2018
0
61ში ოლიმპიური წონა არ არის.57 კიდევ ვეღარ დაბრუნდება.
ლაშა
21:43 05-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული