ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისა და მწვრთნელის სკანდალურ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გამოეხმაურა, რომლის კომენტარიც "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

"მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოსახულებით მაისური.

მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი კონტინენტი ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?

ამდენი მედალი რომ
მოვიპოვეთ და ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, საერთოდ ვინმეს უკითხავს?! მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ.

შედეგები გვაქვს და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის.

ერთ რამეს გეტყვით, არჩილ ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, სწორედ ეს კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ ტატუნაშვილი დღეს ოჯახშია დასაფლავებული.

ეს იცით ვინმემ?! მეგობარი რომ დაგვეხმარა და მტერი გახდა უცებ. იმ თედეევმა გააკეთა სწორედ ეს და ამაზე არავინ არ საუბრობს", - აღნიშნა გეგეშიძემ.

altთავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
როცა ჩახდილი გაქვს, მაისურების ჩაცმა-არჩაცმას უკვე ფასი ეკარგება პატივცემულო გეგეშიძევ.
vaxo
17 აგვისტო 2018 18:13
2
გეგა, სუსკაც რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
qokira
17 აგვისტო 2018 18:08
3
პროვოკაციაზე წამოგაგეს, და ვერ ხვდებით? გაგვაფრთხილეთ მაინც, კიდე რაზე აპირებთ - რომ წამოეგოთ..
ქუთაისელი
17 აგვისტო 2018 17:48
2
არ ვიცი გახსოვთ თუ არა, როცა ინგუშმა ხალმურზაევმა ოლომპიური ოქროს ფინალი მოიგო, ტრიბუნებიკენ გაემართა მილოცვების მისაღებად...
იქ სამი-ოთხი რუსიც იდგა დროშებით ხელში... მათ რუსული დროშა გაუწოდეს ხალმურზაევს ასაფრიალებლად მაგრამ მან არა თუ არ დაიჭირა არამედრუსულ დროშას ზედაც არ შეხედა

ასეა, როცა ღირსება და თავმოყვარეობა აღარ აქვს, ასეთ რამეს არ გააკეთებ!
თაზო
17 აგვისტო 2018 17:40
5
აუ ამათმა სულ გაუბერეს. თქვენი უთავმოყვარეო, უსინდისო, მორალმოკლებული .....ბიჭოოო, მეგობრობ, ბაზარი არაა იმეგობრე ვისთანაც გინდა და ვისი სურათიანი მაიკაც გინდა იმის ჩაიცვი, მაგრამ რუსეთის დროშის ფონზე გადაღებული ფოტოიანი მაისური არ უნდა ჩაიცვა!!! არ აქვს არანაირი გამართლება ამას!!! ბოდიში ნაღდად ვერ უშველის, ვის უხდის ბოდიშს?:) საქართველოს დროშის ფონზე ყოფილიყო ეგ თედეევი. ჩვენზე უთავმოყვარეო ერი მგონი არ არსებობს. ვერც კი წარმომიდგენია აზერბაიჯანელმა სომხეთის დროშის შეფერილობის მაისური ჩაიცვას ან პირიქით სომხებმა აზერბაიჯანის, ებრაელმა ირანის დროშის შეფერილობის მაისური ჩაიცვას ან პირიქით. რა გვჭირს ესეთი არ მესმის!!!! და გენო პეტრიაშვილმა საერთოდ თავი მოიჭრა! გორელი კაცი რომელსაც 2008-ში სახლს უბომბავდნენ უკადრებელი იკადრა!
al
17 აგვისტო 2018 17:36
2
იმათმა თავისი საქმე გააკეთეს... გამოაჩინეს ქვეყანა თუ როგორი უსუსური და დაბეჩავებულია როცა გარდაცვლილს 1 თვე არ გვაძლევდნენ და ჩვენ ვერაფერს ვერ ვმოქმედებდით ყველაფერი დაგვანახეს აი რა ხართო! და შენ მეუბნები რომ თურმე ამის დამსახურება ყოფილა ერთი თვის მერე რომ გადმოგვცეს ცხედარი აი სიტყვები არ მყოფნის რა გიწოდოთ
ara
17 აგვისტო 2018 17:34
3
პეტრიაშვილმა ბოდიში მაინც მოიხადა და ახსნა ეს სიტუაცია და ასე ვთქვათ გაუგებრობა, რომელშიც ბიჭები დაუფიქრებლად მოხვდნენ და ეს ლამის აქეთ გვთხოვს ბოდიშის მოხდას იმ რეაქციისთვის რაც ამათ ქმედებამ ხალხში გამოიწვია. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ვერც ხვდება რაშია საქმე და რამ გამოიწვია ქართული საზოგადოების ასეთი აღშფოთება!!! ბოდიში და მიმიფურთხებია თქვენი მედლებისთვისაც და ფედერაციის წარმატებული მუშაობისთვისაც, თუ ამ წარმატებებში ქართული სული და გული არ დევს და ეს ყველაფერი ქართველობისთვის და საქართველოსთვის არ კეთდება და თუ ამისთვის კეთდება, მაშინ ოკუპანტის დროშის ფერებში გამოწყობილი მაისურები როგორ ჯდება ამ კონტექსტში მომკალი და ვერ გამიგია. ან მე ვარ შეუგნებელი და ან გეგეშიძეს ასხია და თან ძაან სერიოზულად!!!
სოხუმელი ვეტერანი
17 აგვისტო 2018 17:33
1
რამხელა გულზეა!! სირცხვილით თავი არ უნდა გამოჰყოს!! მაგრამ მაგ ფედერაციაში ოსური კლანი ძალიან ძლიერია, თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ!!
HM!
17 აგვისტო 2018 17:25
9
მთელ მსოფლიოს რომ აცვია მაგათი მაისურები, იმ მთელ მსოფლიოს ჩვენი ტერიტორიების 20% არა აქვს ოკუპირებული..
ცოტა ტვინი დააყოლე...
17 აგვისტო 2018 17:21
5
რას ქვია არავის საქმე არ არის???????? ვისი საქმეა აბა მითხარით. რატომ ავტეხეთ ერთი ამბავი ნიგერიის ნაკრებზე,აფხაზებს უნდა ეთამაშნონო,რო გამოსულიყო ნიგერიის ფედერაციის პრეზიდენტი და ეთქვა,არავის საქმე არაა ჩვენ ვის შევხვდებითო... იმათმა არ იკადრეს და ჩვენი თანამემამულე ამართლებს ამ სამარცხვინო საქციელს. მართლა რა ჯანდაბა გვჭირს?????
სეუ
17 აგვისტო 2018 17:07
5

სიახლეები პოპულარული