ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისა და მწვრთნელის სკანდალურ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გამოეხმაურა, რომლის კომენტარიც "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

"მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოსახულებით მაისური.

მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი კონტინენტი ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?

ამდენი მედალი რომ
მოვიპოვეთ და ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, საერთოდ ვინმეს უკითხავს?! მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ.

შედეგები გვაქვს და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის.

ერთ რამეს გეტყვით, არჩილ ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, სწორედ ეს კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ ტატუნაშვილი დღეს ოჯახშია დასაფლავებული.

ეს იცით ვინმემ?! მეგობარი რომ დაგვეხმარა და მტერი გახდა უცებ. იმ თედეევმა გააკეთა სწორედ ეს და ამაზე არავინ არ საუბრობს", - აღნიშნა გეგეშიძემ.

altთავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ნუ გვებლატავები თუ ჩემი ძმა ხარ:) შენ ქვეყანას როცა წარმოადგენ უკვე ყველას საქმეა გეგი ბატონო, 100 000 კაცი რო გსაყვედურობს კეთილი ინება და ღირსეული ბოდიში მოუხადე შენს მიერ ნახსენებ ტატუნაშვილის და გმირების ოჯახებს რუსეთის დროშა ახატია მაგ მაიკას და მგონი უნდა ხვდებოდე რასაც ნიშნავს ეგ
tbilisi
17 აგვისტო 2018 16:14
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული