ჯამბულატ თედეევი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე - არავითარი პოლიტიკა, იქ იყო უბრალოდ ძმობა

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი ჯამბულატ თედეევი ქართველ სპორტსმენებთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით პირველ არხთან კომენტარს აკეთებს.

„ვითარება მარტივია. ქართველ ბიჭებთან, მოჭიდავეებთან ყოველთვის ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი წმინდა ურთიერთობები პოლიტიკამ ჩააშხამოს. იქ არავითარი პოლიტიკა არ იყო, იქ იყო უბრალოდ ძმობა. არანაირი პოლიტიკა არ შეგვიშლის ხელს, რომ ვიმეგობროთ, ურთიერთობა გვქონდეს და ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. ნუთუ არ გვეყოფა ნეგატივი, რომელიც არსებობს“, – განუცხადა თედეევმა "პირველ არხს".

სოციალურ ქსელში გავრცელდა
ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთისდროშისფერებიან მაისურში თედეევთან ერთად დგანან. საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ფოტოზე თავად არის მოჭიდავეებთან ერთად. იანტბელიძე აცხადებს, რომ ჯამბულატ თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები.

1tv.ge

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსულ(რუსეთის)გუნდში, მოთამაშე უკრაინელმა სპორტსმენმა, რომრლსაც ფულს უხდის რუსეთი, რუსული დროშა და ჰიმნი,ფეხებზე დაიკიდა.http://resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=54256

ზურაბი
00:24 20-08-2018
0
ველოდები ოცი ოქტომბრის მსოფლიო ჩემპიონატს და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები კიდევ ძალიან ბევრჯერ გვასახელებენ! წარმატებები ჩვენ ლომებს!!!
gurami
11:39 18-08-2018
4

სიახლეები პოპულარული