მისი განცხადებით, წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს ოლიმპიადაა და ამიტომ ეს პროცესი მალე უნდა დასრულდეს.
"პირველ რიგში, მე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი, გეუბნებით, რომ ეს არის არასასიამოვნო სიტუაცია სპორტსმენებისთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის უნდა იბრძოლონ. მოჭიდავეები დავსხდებით და ვისაუბრებთ. წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია [VIDEO]
მონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]
მოჭიდავეები პოლიციის სამმართველოსთან გეგა გეგეშიძის დაპატიმრების გასაპროტესტებლად იკრიბებიან
მოწმე - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ...
მომზადებულია IPN.GE-ს მიხედვით