მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - თავისუფალი სტილით ნაკრების ტრიუმფი საფრანგეთში.

2 თებერვალს, ფრანგულ ნიცაში "ანრი დეგლანის" სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა, სადაც დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა.

გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძეს (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ),
მამუკა კორძაიას (97 კგ) და როლანდ ანდრიაძეს (125 კგ) ხვდად წილად.

გუნდური ჩემპიონობისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზირი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით საქართველოს ნაკრებს გადაეცა.

ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ყველას დიდი უპირატესობით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე გერმანიის ნაკრები, ხოლო მესამეზე ბელარუსი გავიდა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეს-სამსახური

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხარეთ ბიჭებო! პირველი დონის ქვეყნებიდან,კიდევ ვინ მონაწილეობდა?
leng
16:05 03-02-2019
0
ნიცა არაფრანგულიცაა?
status quo
11:42 03-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული