გუშინ, 7 თებერვალს, ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში სტარტი აიღო თავისუფალ ჭიდაობაში "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირმა 23-წლამდელთა შორის. UWW-ს ეგიდით მიმდინარე შეჯიბრებაში 18 ქვეყნის 200-ზე მეტი ფალავანი იღებს მონაწილეობას. პირველ დღეს ხალიჩაზე 61, 70, 79, 92 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ საასპარეზოდ.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებიდან კი სამივე ფალავანი: ივერი ჯულაყიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ), ფინალში გავიდა და დღეს ოქროს მედლებისათვის იჭიდავებენ.
დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 57, 65, 74 კგ წონითი
კატეგორიის ფალავნები გამართავენ, საქართველოს სახელით კი რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გიორგი სულავა (74კგ) იჭიდავებენ.
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]
მომზადებულია ჭიდაობის ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით