მინსკი 2019: გივი მაჭარაშვილი დაძაბულ ბრძოლაში ხიზრიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) ფინალში რუსეთის ჩეჩენ წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან დამარცხდა, რომელიც მასზე უფრო მძიმეცაა და მაღალიც.

გივიმ ბოლომდე იბრძოლა, როდესაც 1 ქულას აგებდა, გარისკა და ხიზრიევმა კონტრშეტევაზე ქულები აართვა.

მაჭარაშვილმა ფინალამდე ფინელ იერე ჰეინოს (10:0), რუმინელ რარეს ჩინტოანს (14:1) და აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვს (4:2) სძლია.

ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) გადამწყვეტი შეხვედრა ბელორუს აზამატ ნურიკოვს 8:5 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) რუსეთის წარმომადგენელს, ჩეჩენ ახმედ ჩაკაევს 8:2 სძლია და
27 ივნისს ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება.

ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) პოლონელ რადოსლავ ბარანს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის უკრაინის ნაკრების წევრს, მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.

საქართველოს გუნდი 22 მედლით (6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო) საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მსაჯებს თავისუფლათ შეეძლოთ ერთი საჯარიმო ქულა ჩვენთვისაც მოეცა! გივი დიდი მადლობა ძალიან მაგარი ხარ!!!
laguna
22:03 26-06-2019
0
მაგარი კაცი ხარ გივი
Zaza
22:53 26-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული