გივი მაჭარაშვილი: მეტი შემეძლო - დამარცხება უფრო წონაში სხვაობამ გამოიწვია

AutoSharing Option
ევროპული თამაშების ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) რუსეთის ჩეჩენ წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან კი დამარცხდა, მაგრამ კარგი ჭიდაობისთვის გულშემატკივართა სიმპათიები დაიმსახურა, ვინაიდან მასზე გაცილებით მძიმე და მაღალ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლა.

ფინალის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.

"მადლობა მინდა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელებს, რომ ნდობა გამომიცხადეს და მძიმე წონაში დამაყენეს. მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ მგონია, მეტი შემიძლია. თუ საშუალება მომეცემა, ამას შემდეგ ტურნირზე აუცილებლად გამოვასწორებ.

რამ გამოიწვია ჩემი წაგება? ალბათ, უფრო წონაში სხვაობამ. 102-103 კილოგრამი ვარ და ამდენი ბრძოლის მერე გამიჭირდა.

უფროსებში
პირველი მედალი მოვიპოვე. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ვგრძნობ, მეტი შემეძლო. გუშინდელი შეხვედრა მძიმე იყო და ცოტა დავიღალე, აღდგენა ვერ მოვასწარი. რაც უნდა იყოს, მძიმე წონაა და დიდი ენერგია დავხარჯე, - განუცხადა მაჭარაშვილმა "პირველ არხს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
გივი გმირი ხარ! უნდა დაბრუნდე 100 კილოგრამამდე და ოლიმპიადაზე სადულაევი დადო ბეჭებზე.
zaza
16:24 27-06-2019
0
გივი კარგი ბიჭია, მაგრამ, აღნაგობა არ უწყობს ხელს 125-ისათვის. გარდა ამისა, პეტრიაშვილია მაგ წონაში, კიდევ კარგა ხანს იქნება, ალბათ და, გაუჭირდება გივის მანდ თავის დამკვიდრება, როგორც გენოსთან, ისე-დანარჩენებთან დიდი ფიზიკური სხვაობის გამო. უფრო ჯობს, რომ ჩამოიწიოს 97-ში და სნაიდერ-სადულაევთან მოსინჯოს ძალები.. ოდიკაძეს შანსი არ აქვს არც ერთთან და არც-მეორესთან და, იქნებ, გივის გამოუვიდეს. ტექნიკაც აქვს, სისწრაფეც, თავგანწირვაც და ფიზიკური მდგომარეობითაც შეეფერება.
არჩილი
12:38 29-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული