ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს ნაკრების წევრები 1/2-ფინალში არიან...

-79 კგ-ში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ 1/8-ფინალში უკრაინელ ბაბიის 10:5 სძლია, მეოთხედფინალში დაძაბული ბრძოლა რუს მალიკ შავაევთან გადახდა, რის შემდეგაც ქართველი ფალავანი ნახევარფინალშია.


-97-მდე წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე წინ დამაჯერებლად მიიწევს. მან ჯერ მაკედონიის სახელით მოასპარეზე მაგომედგაჯი ნურვი დაამარცხა, 1/4-ფინალში კი იგივე ბედი ბელარუს ჰუშტინს არგუნა. ნახევარფინალში ოდიკაძის მეტოქე თურქი კარადენიზი  იქნება.


მეოთხედფინალებში დამარცხდნენ ბექა ბუჯიაშვილი(-57 კგ), შმაგი თოდუა (-65 კგ). უფრო ადრეულ ეტაპზე კი დათო ტლაშაძე (-70 კგ).

ნახევარფინალური ეტაპი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შავაევი ისე გააშავეს ბოლო წამებზე, კაი ხანს გაშავებული ივლის
: )))))))
20:51 19-04-2021
0
მე არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავდა ოდიკაძის მეორე პერიოდი ნახევარფინალში .ვფიქრობ ეს აუცილებლად გამოსაძიებელია .უბრალოდ ასე არ აგებენ ასეთი გამოცდილი მოჭიდავეები. ეს იყო მარაზმი .დადგმულს უფრი გავდა ვიდრე რეალობას
კობა
03:57 20-04-2021
1

სიახლეები პოპულარული