გენო პეტრიაშვილის რთული დასაწყისი და მარცხი - უცნაური წილისყრა

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღეს, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან მაღალი სინჯის მედლების მოპოვების საფუძველი ნამდვილად გვაქვს.

წილისყრა საკმაოდ უცნაური გამოდგა, მძიმე წონაში ერთმანეთს პირველივე წრეში  მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და თურქი ტაკა აკგული დაუპირისპირდნენ. გენოს მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰყავს დამარცხებული.
ისინი წონის ლიდერები არიან, მაგრამ ქულების მინიჭება სპეციფიკური სარეიტინგო შეჯიბრებების მიხედვით ხდება... წყვილში გამარჯვებული ოქროს მედლის მოპოვების მთავარი პრეტენდენტიც გახდება.
სამწუხაროდ, პეტრიაშვილი დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს ადრევე დაემშვიდობა...

დღეს, 20 აპრილს, ასევე იასპარეზებენ: ბექა
ლომთაძე (-61 კგ), ავთო კენჭაძე (-74 კგ), სანდრო ამინაშვილი (-86 კგ) და ირაკლი მწითური (-92 კგ).

ფინალური ბლოკი 20 საათზე დაიწყება.

altგენო პეტრიაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
გენოს წაგებამ გული გამიტეხა! მაგრამ კენჭაძეს რაც უქნეს მსაჯებმა ეს უკვე ქართველების სულში ჩაფურთხებას გავდა!
გურამი
20 აპრილი 2021 18:10
0
მოჭიდავე, ვარჯიშზე იზრდება და ოსტატდება, ვარჯიშზე კი სათანადო სიძლიერის პარტნიორები თუ არ ჰყავს არაფერი გამოვა. შარშან გვამცნეს, რომ თურქებს სამი მძიმეწონოსანი ქართველი მოჭიდავე (მოძმანაშვილის თამადობით)ჰყავთ დაქირავებული ტაჰას სავარჯიშოთ. პეტრიაშვილი კი ვისთან ვარჯიშობს? სად არის ფედერაცია და მისი თავკაცი? მოჭიდავეებს ცემა კი არ უნდა, ფედერაციისგან სათანადო პირობები უნდა. მე არ გამიკვირდება ტოკიოშიდაც იგივე რომ მოხდეს და ოლიმპიური ჩემპიონობამ კიდევ ოთხი წლით გადაიწიოს. ანუ დღესვე თუ არ შემოიკრა განგაშის ზარი, გენო შეიძლება საერთოდ უმედლოდ დარჩეს.
ჟორა გაბრიჭიძე
20 აპრილი 2021 17:44
1
100%. გაიხარე.
გივი-გია
22 აპრილი 2021 17:06
0
სამწუხაროთ - ძ ა ლ ი ა ნ ცუდი მომზადება, ძ ა ლ ი ა ნ... ასე ოლიმპიადაზე ვერცერთ მედალს ვერ ავიღებთ, ბრინჯაოც საოცნებო შაგვიხდება.
გლახუნა
20 აპრილი 2021 17:12
2
აღარ ჰყავს დიდი მასწავლებელი და დაეტყო კიდეც. იმედია, დროებით
: )))))))
20 აპრილი 2021 17:05
0
გენოს მწვრთნელი,სამწუხაროდ გარდაიცვალა და გენოს ახლა,ახალი მწვრთნელი ჰყავს.დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ,მაგრამ პირადი მწვრთნელი,მაინც პირადია და გენოს შესახებ,ცხადია ყველაფერი ვერ ეცოდინება.დღეს გენომ უშანსოდ წააგო და ვფიქრობ მთავარი მიზეზი,სწორედ ესაა.იმედი ვიქონიოთ,რომ ოლიმპიადამდე,ისინი მოასწრებენ შეწყობას.თუმცა ეს,ძალიან ძნელი იქნება.სხირელი ხომ უმაღლესი დონის მწვრთნელი იყო.
სოსო
20 აპრილი 2021 17:03
0
ვერ გავიგე, რატომ დაემშვიდობა? იმ თურქმა წააგო თუ რა? თუ ფინალში გავა ბრინჯაოს ვერ აიღებს?
ტიპი
20 აპრილი 2021 16:58
0
მე მგონი ეს პირველი შეხვედრა იყო და რეპეშაჟში მაგიტომ ვეღარ გადაერთვება
: )))))))
20 აპრილი 2021 22:42
3
ჩვენც ვზარალდებით,თორემ თავისუფალი და კლასიკური ჭიდაობა,საერთოდ უნდა ამოაგდონ ოლიმპიური პროგრამიდან.ვერ იქნა და ვერ გასუფთავდა,უნამუსო ხალხისაგან.პეტრიაშვილის შემთხვევაც,ამის დამადასტურებელია.მეორე მხრიდან ხომ ვიღაცას გაეხსნა,ფინალის გზა.
სოსო
20 აპრილი 2021 16:17
4

სიახლეები პოპულარული