მსოფლის ჩემპიონატი დაიწყო - პირველივე დღეს საქმეში ფავორიტები ერთვებიან

AutoSharing Option
დღეს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. 2 ოქტომბერს საქმეში 61, 74, 86 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ:

ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

ლომთაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ერთვებიან კონკურენციაში. გენო პეტრიაშვილი სულაც, ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (2017, 2018 და 2019) ტრიუმფატორია.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება. 18:30-ზე კი ნახევარფინალები უნდა დაიწყოს.
ამ ოთხ წონაში მედლები 3 ოქტომბერს გათამაშდება.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ გვერდი
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად უყუროტ.აუეეე გაიგვიზეტ ფედერაციაა.ტუ არჰევნებზე ხარტ გადარტულიი
ბაჯო
13:29 02-10-2021
3
https://www.youtube.com/watch?v=7bY31mltNCk

ოთხივე ხალიჩის ლინკია ეს
zaza
13:57 02-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული