10:34 05-10-2021
კენჭაძემ მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში სომეხი მეტოქე გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მედლით დასრულდა.
79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ ოსლოს ხალიჩაზე მესამე ადგილი დაიკავა.
მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც რუმინელი მაქსიმ ვასილიოგლო 5:2 დაამარცხა. ამას მოჰყვა მორიგი გამარჯვება მეოთხედფინალში, ბერძენ გეორგიოს კუგიოუმციდსთან შეხვედრაში - 9:5. ნახევარფინალში ნიკამ დასანანი მარცხი იწვნია ირანელ მოჰამად აშგარ ნოხოდილარიმისთან - 5:6.
კენჭაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც სომხეთის წარმომადგენელ არმან ავაგიანთან გამოიყენა კიდეც და მეტოქე 10:0 დაამარცხა.
ერთი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაიხარე ნიკა, ნამდვილი ვაჟკაცი ხარ, იცი ვისთან როგორ უნდა იჭიდავო, რომ გაახარო შენი ერი. სულ წარმატებებს გისურვებ.
7
1
მედალოსნებს ვულოცავ, მაგრამ ზოგადად ცუდი შედეგებია. რატომ არ ხდება ანალიზი არ მესმის. სად არიან ან ამ სპორტის სახეობის ვეტერანები ან ჟურნალისტები. ხმას რატომ არავინ იღებს?
14
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული