საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს ზურაბ იაკობიშვილს (70 კგ) - ფინალში მისი მეტოქე სომეხი არმან ანდრეასიანი იქნება.
ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ნახევარფინალიდან რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ და მათი მოწინააღმდეგეები დილის პროგრამაში გამოვლინდებიან. ელიზბარ ოდიკაძე კი რეპეშაჟის ნახევარფინალში დაუპირისპირდება ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს და გამარჯვების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკის შეხვდება.
ზურაბ იაკობიშვილმა აზერბაიჯანელი ბაირამოვი დრამატულად, ბოლო წამებზე 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
დღესვე, 29 მარტს, ევროპის ჩემპიონატში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაებმებიან საქმეში - თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარზან მაისურაძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]