დრამატულად დამარცხებული აზერბაიჯანელი, ფინალში სომეხ მეტოქესთან და გენო პეტრიაშვილის დღე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღის შემდეგ, ფინალურ ბლოკში, 4 მონაწილე გვყავს.

საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს ზურაბ იაკობიშვილს (70 კგ) - ფინალში მისი მეტოქე სომეხი არმან ანდრეასიანი იქნება.

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ნახევარფინალიდან რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ და მათი მოწინააღმდეგეები დილის პროგრამაში გამოვლინდებიან. ელიზბარ ოდიკაძე კი რეპეშაჟის ნახევარფინალში დაუპირისპირდება ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს და გამარჯვების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკის შეხვდება.

ზურაბ
იაკობიშვილმა აზერბაიჯანელი ბაირამოვი დრამატულად, ბოლო წამებზე 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დღესვე, 29 მარტს, ევროპის ჩემპიონატში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაებმებიან საქმეში - თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარზან მაისურაძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

altპეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]

altგენო პეტრიაშვილი: ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო!


მკითხველის კომენტარები / 2 /
კომენტატორებს არ აინტერესებთ ის მიზეზები რაც გახდა ძმები კენჭაძეების წასვლის საფუძველი? ვითომ არ იციან? თუ არ იციან რატომ არ კიტხულობენ ორივე ახალაგაზრდა წარმატებული სპორტსმენენის ბედს.
გამოაქვეყნეთ "სიტყვის თავისუფლების მცველებო"
12:36 29-03-2022
0
წარმატებები ჩვენს მოჭიდავეებს!!!
tngh
12:06 29-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული