პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.
იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია.
ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო. ფინალური ბლოკი 21:15 საათიდან დაიწყება.
პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გავიდა ოლიმპიადის ფინალში - ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.
პეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი იქნება [VIDEO]