ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დრამატულ ბრძოლაში 10:9 მოუგო.
პირველ პერიოდში ანგარიში პეტრიაშვილის სასარგებლოდ 12:11 იყო, სუფთა გამარჯვება იზეიმა, მაგრამ მეტოქემ ჩელენჯი მოითხოვა, ქართველს 2 ქულა ჩამოაკლეს, 10:1 დაფიქსირდა და ჭიდაობა გაგრძელდა. ირანელმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება და ოქროს მედალი გენოს დარჩა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0), პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს (7:0) სძლია.
პეტრიაშვილი
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი აქამდე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.
ბრინჯაოს პრიზიორები მეშვილდიშვილი და თურქი ტაჰა აკგული გახდნენ.
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება