ბრძოლის დასრულების შემდეგ კი გენომ მეტოქეს "გვირგვინის" ჟესტი უჩვენა. ერთ-ერთმა ირანულმა გამოცემამ ამას მახინჯი საქციელი უწოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2023 წელს ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს გვირგვინის ჟესტი უჩვენა, რომელსაც ვიდეოში თავად ნახავთ.
პეტრიაშვილს სოციალურ ქსელ Instagram-ზე კი ირანელი ადამიანების ნამდვილი შემოსევა აქვს. ქართველს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და უწერენ, რომ ნამდვილი სპორტსმენი ასე არ იქცევა, ჩემპიონი მათთვის კი ზარე გახდა.
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?