პირველად ქართული რაგბის ისტორიაში...
"ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე" ორი ქართველი ცენტრალურ მსაჯად არის გამწესებული. ესენია: შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი, რომლებსაც დამხმარეებად ასევე ქართველი მსაჯები ეყოლებათ.

14 ოქტომბერს, იტალიაში, "ვიადანასა" და "ლისაბონის უნივერსიტეტის" შეხვედრაში ქართველი მსაჯთა ბრიგადის ევროდებიუტი შედგება. მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელია. მას საბა აბულაშვილი და ილია საჯაია დაეხმარებიან.

ამაშუკელს საერთაშორისო მატჩების განსჯის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მას 3 წელიწადია, სხვადასხვა დონის სანაკრებო ტურნირებზე იწვევენ და წელს გვერდით მსაჯად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც უმუშავია. სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესთავაზა ალან როლანმა ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის სამსაჯო განყოფილებას მისი და შოთა თევზაძის საკლუბო ევროტურნირებში მიწვევა.

21 ოქტომბერს, მეორე ტურში "კონტინენტის ფარის იტალიურ დერბის, "პადოვასა" და "როვიგოს" შორის შოთა თევზაძე განსჯის, რომელსაც სულხან ჩიხლაძე და თორნიკე გვირჯიშვილი დაეხმარებიან. ამაშუკელის მსგავსად, თევზაძეც 3 წელიწადია, საერთაშორისო სანაკრებო თამაშებს მსაჯობს.

გაირკვა იმ მთავარი მსაჯის ვინაობაც, რომელიც პირველ ორ ტურში "ბათუმის" თამაშებს განსჯის. ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ბელგიელი მაქსიმ ბიურლეა, რომელმაც 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატში" რუსთავში, საქართველოსა და გერმანიის შეხვედრა იმსაჯა.

ბიურლე 14 ოქტომბერს, იტალიაში "ბათუმისა" და "როვიგოს" დაპირისპირებას განსჯის. ერთი კვირის თავზე კი, ბათუმში გვეწვევა, სადაც სარაგბო კლუბი "ბათუმი" გერმანიის "ჰაიდელბერგს" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
10 მსაჯით ევროპაში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
სულხან ჩიხლაძის ახალი ეტაპი – უკვე მსოფლიო რაგბის ეგიდით
7-კაცა | დუბაიდან მე-8 ადგილით
ქართველი მსაჯების ბრიგადა ექვს ერზე
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სულხან ჩიხლაძის 5 ტურნირი ევროპაში
რაგბი ევროპა - ქართველი მსაჯები უმაღლეს დონეს შესწვდნენ
სუპერთასის ფინალი თბილისში!
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს