წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი ქართული რაგბისთვის განსაკუთრებულია - პირველად ტურნირის ისტორიაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ქართველი მსაჯების ორი ბრიგადა იმუშავებს!

დებიუტი 9 თებერვალს შედგება, სადაც შოთა თევზაძე ბელგიისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრას განსჯის. კიდეებიდან მას სულხან ჩიხლაძე და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან. ისინი ბრიუსელში ხვალ მიემგზავრებიან, მატჩი კი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

„ქართველი მსაჯი ერთა თასის უმაღლეს დონეზე - ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რომელსაც თავი ღირსეულად უნდა გავართვათ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ორი თანაბარი დონის გუნდი თამაშობს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ. იმედია, ამინდიც კარგი იქნება და გაშლილი თამაშისგან სიამოვნებას მსაჯებიც მივიღებთ“ - განაცხადა თევზაძემ.

ამაშუკელი გააგრძელებს

ერთი კვირის შემდეგ, საქმეში ქართველი მსაჯების მეორე ბრიგადა ჩაერთვება და რუმინეთში, ქალაქ ბოტოშანში, ნიკა ამაშუკელი რუმინეთისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრას იმსაჯებს. თამაში 16 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და ნიკას კიდეებიდან თორნიკე გვირჯიშვილი და ირაკლი ჭანუკვაძე დაეხმარებიან.

გეგმის მიხედვით ვემზადებით. ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი თამაშის წინ, მე, თორნიკე გვირჯიშვილი და ირაკლი ჭანუკვაძე განვიხილავთ ვიდეოებს. გვექნება ანალიზი რუმინეთი-საქართველოს და ბელგია-გერმანიის შეხვედრების, რათა ვნახოთ რა იარაღს იყენებენ ისინი. ჩვენი სურვილია, რომ რაგბი ევროპაზე საქართველო არა მხოლოდ ეროვნული ნაკრებით, არამედ მსაჯებითაც გამოირჩეოდეს. ამას ემატება ისიც, რომ რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელად ლაშა თავართქილაძე დაინიშნა, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია და საინტერესო იქნება მისი გაწვრთნილი შერკინების მსაჯობა“ - თქვა ამაშუკელმა.

წყარო: rugby.ge

სოსო
წარმატებები ბიჭებო.კარგი მსაჯების გარეშე,კარგი ჩემპიონატი ვერ შესდგება და თქვენც, თქვენი კარგი მუშაობით,ქართული რაგბის ლოკომოტივების რანგში გამოდიხართ.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
რაგბი ევროპა - აბულაშვილი "ალაფის" ცენტრალურ მატჩში
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
10 მსაჯით ევროპაში
ქართველი მსაჯები ჩელენჯ ქაფსა და რაგბი ევროპაზე იმსაჯებენ
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
სულხან ჩიხლაძის ახალი ეტაპი – უკვე მსოფლიო რაგბის ეგიდით
7-კაცა | დუბაიდან მე-8 ადგილით
ქართველი მსაჯების ბრიგადა ექვს ერზე
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
რაგბი ევროპა - ქართული მსაჯთა ბრიგადა რუმინეთი-ბელგიაზე
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
"ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე" ორი ქართველი იმსაჯებს
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სულხან ჩიხლაძის 5 ტურნირი ევროპაში
სუპერთასის ფინალი თბილისში!
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს