"სოხუმი" შარშანაც კერკეტი გუნდი იყო, წლეულს, ჯექსონის დამატების შემდეგ კი, უძლეველად იქცა
მაიკლ ჯექსონს აქვს კარგი სიმღერა, სახელწოდებით UNBREAKABLE.

ვინ იყო მაიკლი, მკითხველს აღარ შევახსენებთ, UNBREAKABLE კი ქართულ თარგმანში "გაუტეხელს", "უძლეველს" ნიშნავს.

"სოხუმი" შარშანაც კერკეტი გუნდი იყო, წლეულს, ჯექსონის დამატების შემდეგ კი, უძლეველად იქცა. ამის თქმის საშუალებას სადღეისო სიტუაცია გვაძლევს - სოხუმელებმა დუდუ დადიანის მემორიალი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს: მომავალ მესამეადგილოსან "შსს აკადემიას" დამაჯერებლად მოუგეს (84:69), შემდეგ "ქუთაისთან" იმარჯვეს (80:78), ხოლო ფინალში პირველივე ტაიმის შემდეგ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი: მე-19 წუთისთვის ტაბლოზე მრგვალი რიცხვები ეწერა - 50:20. საბოლოოდ კი სოხუმმა 84:57 მოიგო.

როგორც მიხვდით, ლაპარაკია კალათბურთელ ჯოშუა ჯექსონზე, რომელიც ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილ გუნდში პირველად 2011-12 წლების სუპერლიგის პლეი ოფისთვის ჩამოვიდა და გუნდთან ერთად "შსს აკადემიას" მეოთხედფინალური ბარიერი გადალახა.

ჯოშუა საქართველოში კვლავ დაბრუნდა და "სოხუმს" დიდი ფორა შესძინა. როცა საჭიროა, ფარქვეშაც ეფექტურად შედის, სამქულიანსაც აგდებს, ხოლო მისი მთავარი უპირატესობა ბევრ ამერიკელ კალათბურთელთან შედარებით ის არის, რომ გუნდსაც ათამაშებს და დაუფიქრებლად ერთ ნაბიჯსაც არ დგამს.

ჰოდა, გასაკვირი სულაც არ არის, ფინალის შემდეგ საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ჯექსონი რომ დასახელდა. მას თასი დუდუ დადიანის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

ყურადღებას გაგამახვილებინებთ ზემოთ დაწერილ ერთ ფრაზაზე: "გუნდსაც ათამაშებს". "სოხუმში" ყველა რგოლში ისეთი კალათბურთელები არიან შეკრებილნი, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ სუპერლიგაში მაღალ დონეზე თამაში.

16-16 ქულით მატჩის ბომბარდირები გახდნენ სოხუმელები - ჯექსონი და ვახტანგ ქადარია.

ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა მათმა თანაგუნდელმა ნიკა მეტრეველმა (11 ქულა, 10 მოხსნა). ირაკლი ჩლაიძემ 15 ქულას მოუყარა თავი.

"არმიას" მხრიდან 13-13 ქულა უკანახაზელებს - ბექა წივწივაძესა და ბუბა კვიმსაძეს ჰქონდათ. რატომ ვერ ითამაშა გუნდმა სათანადოდ, ამას არმიელთა მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში გვეტყვის:

- მთელი ტურნირი ცუდად ჩავატარეთ. ამის მიზეზი ის არის, რომ გუნდი ჯერ არ არის სათანადო ფორმაში, სუპერლიგისთვის ვემზადებით და ნელ-ნელა მოვუმატებთ. მიმდინარე სეზონში კიდევ არაერთი თასი გათამაშდება და ვეცდებით, დღეს დაკარგული მომავალში ავინაზღაუროთ.

მოვუსმინოთ "სოხუმის" თავკაც ვაჟა კვარაცხელიას:

- გუნდის არსებობის ისტორიაში მეორედ გავედით ფინალში და პირველად მოვიგეთ თასი. აქამდე მხოლოდ ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალში ვიყავით და თსუ-სთან დავმარცხდით. დღეს კი დუდუ დადიანის მემორიალისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ და როგორც ტაბლოდან ჩანს, დამსახურებულად მოვიგეთ.

თასი და ფინალი!

მთელი ტურნირის განმავლობაში აქტიურად ქომაგობდა "სოხუმს" გუნდის პრეზიდენტი მინდია გულუა.

მოგებული ფინალის შემდეგ კი იგი კალათბურთელებთან მოედანზე ჩავიდა და მათთან ერთად გაიზიარა დადიანის თასით გამოწვეული სიხარული.

- დღეს სპორტული იღბალიც ჩვენს მხარეს იყო და გუნდმაც კარგად ითამაშა. ვფიქრობ, თასი დამსახურებულად მოვიპოვეთ, რაც კალათბურთელებისთვის სამომავლოდ დიდი სტიმული იქნება, - გვითხრა სოხუმელთა პრეზიდენტმა და დასძინა:

- გუნდის გაძლიერებას კიდევ ვაპირებთ. ერთ კვირაში ჩამოვა ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც იმედია, გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ სეზონში კი ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს თასის აღება და ჩემპიონატის ფინალში თამაშია.

9 ოქტომბერი. თბილისი, აკადემიას დარბაზი

სოხუმი-არმია 84:57

27:6, 23:15, 18:15, 16:21

სოხუმი: მეტრეველი (11ქ, 10მ), ივანიჩი (2ქ, 3პ), გოლეთიანი, ჩლაიძე (15ქ), კოპალიანი (2ქ), შვანგირაძე (6ქ), გაბისონია (2ქ), ბააკაშვილი (6ქ), ქადარია (16ქ, 8მ, 4პ, 2დ), დეკანოიძე (2ქ), ბექაური (6ქ, 7მ), ჯექსონი (16ქ, 5პ, 3ჩ).

არმია: ბაბუნაშვილი (4პ), ბაბიაშვილი (3ქ, 6მ), ბოისა (3ქ), ბერიშვილი (9ქ, 7მ), კვიმსაძე (13ქ, 3პ), ჯგერენაია (2ქ), წივწივაძე (13ქ), ტუჯანი (5მ), შარაბიძე (12ქ, 6მ), კეიდია (2ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები ბოლო ტურში გამოვლინდებიან
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
დადიანის მემორიალზე ფედერაციამ “აჭარაბეთთან” მემორანდუმი გააფორმა და “წლის წიგნის” პრეზენტაცია გამართა
დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი ზესტაფონის "მარგვეთია"
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
დუდუ დადიანის მემორიალი დინამოს, თსუ-ს და ტიტების გამარჯვებებით დაიწყო
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები