გაიცანით ნიგერიელი, ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები "გენკის" ექსშემტევი
ბათუმის "დინამო" რუსეთის პრემიერლიგის "ორენბურგში" ჩარიცხული გუჯა ლობჯანიძის შემცვლელ თავდამსხმელს ზამთრის შემდეგ ეძებდა. ეს მოთამაშე კი სეზონის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოჩნდა.

კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ "დინამომ" ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი) "ინტერიდან" კენედი უგოალა ნვანგანგა დაიმატა. 26 წლის ნიგერიელმა ფლანგის შემტევმა ნახევარმცველმა (სიმაღლე 188 სმ) ზღვისპირელებთან ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე გააფორმა.

1990 წლის 15 აგვისტოს დაბადებულმა კენედი ნვანგანგამ საკლუბო კარიერა ნიგერიაში, 2007 წელს დაიწყო და აბუჯას "როკეტსში" ერთი წელი ითამაშა, მაგრამ მალე ტურკუს (ფინეთი) "ინტერში" მიიწვიეს და იქ სამი წელიწადი გაატარა: ჯერ 2009/10 წლების სეზონში ირიცხებოდა, ხოლო შემდეგ 2016 წელს და 71 მატჩში 13 გოლიც გაიტანა.

2010 წელს ის ბელგიურმა "გენკმა" (60 მატჩი, 4 გოლი) მიიწვია, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ 2011/12 წლების სეზონში ბათუმელთა ახალწვეულმა "გენკის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ჩელსის" წინააღმდეგ (1:1) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, "ლევერკუზენთან" (0:2) - შეცვლაზე, ხოლო "ვალენსიასთან" (0:0) - კვლავ სასტარტოში. სულ ნვანგანგამ ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, აქედან 5 - ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო 2012-13 წლებში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბელგიელთა ფორმა 8 მატჩში მოირგო.

3 წლის შემდეგ კენედი "გენკიდან" იჯარით "ბეერსხოტში" (2013 - 7 მატჩი) გადავიდა, მერე კი "ვესტერლოში" (2014 - 12 მატჩი, 1 გოლი) ითამაშა. "გენკთან" კონტრაქტის დასრულების (2014-15) შემდეგ ნიგერიელი ასევე ბელგიურ "რუზელაარეში" (17 მატჩი, 4 გოლი) აღმოჩნდა და მხოლოდ შარშან დაუბრუნდა ფინურ "ინტერს", რომლის სახელითაც 28 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა.

კენედი ნვანგანგა არის ფინეთის თასის მფლობელი (2009), ბელგიის ჩემპიონი (2011) და სუპერთასის (2014) გამარჯვებული. სხვათა შორის, 2010/11 წლების სეზონის საჩემპიონო შეხვედრაში "სტანდარდის" კარში მის მიერ გატანილი გოლი "გენკისთვის" ტრიუმფის მომტანი აღმოჩნდა.

დღესდღეობით "ტრანსფერმარკტი" მის ღირებულებად 150 ათას ევროს ასახელებს. არადა, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 800 ათასი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის "ტარაზში" გააგრძელებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
დინამო (ბთ)-ანკარაგიურჯუ 2:1 - აგებდნენ, მაგრამ გაიმარჯვეს
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები