ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..

გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..

გიორგი ხიდეშელმა და თემურ შონიამ ბათუმში გამართული "დინამო"-"ლოკომოტივის" მატჩის ემოციებზე ისაუბრეს
ბათუმის "დინამოს" აჭარის მთავარ ქალაქში დაბრუნება მხოლოდ ამ გუნდის წევრები არ გაუხარებია - სარაგბო სტადიონზე, ხელოვნური განათებისა და გადაჭედილი ტრიბუნების თანხლებით გამართულმა მატჩმა სიამოვნება გულშემატკივრებსაც მიანიჭა, ტელემაყურებელსაც და, ცხადია, გამარჯვებული "ლოკომოტივის" მოთამაშეებსაც.

- დინამო(ბთ)-ლოკომოტივი 1:2 - წარუმატებელი დაბრუნება [VIDEO]

ეს სტადიონი სულ რაღაც 500 კაცს იტევს, მაგრამ ხალხი მოედნის მთელ პერიმეტრზე იდგა, ისევე, როგორც ახლომდებარე შენობების სახურავებსა და აივნებზე. ამან შექმნა ის საფეხბურთო გარემო, რაზეც საქართველოში ფეხბურთელები ოცნებობდნენ...

ასეთი თამაშებით დონე ამაღლდება...

თბილისის "ლოკომოტივის" მცველი გიორგი ხიდეშელი მატჩისგან მიღებულ ემოციებს ვერ მალავს.

"ამ თამაშმა პატარა ბავშვივით გამახარა და არა მხოლოდ მოგების გამო. როგორც იქნა, საქართველოში საფეხბურთო გარემო ისევ შევიგრძენი. მართალია, ხალხი ჩვენ არ გვქომაგობდა, მაგრამ გამუდმებული შეძახილები მაინც სასიამოვნო იყო. ეს მუხტი მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა და ფეხბურთელებსაც გადმოგვეცა.

ასე იყო მხოლოდ წლების წინათ, როცა "ზესტაფონი" ლიდერებს ხვდებოდა ან ევროთასებზე თამაშობდა. ხელოვნურმა განათებამაც სხვა ელფერი შესძინა თამაშს და მეტი სტიმულიც გაგვიჩნდა. ხალხის სიმრავლის გამო თამაშის დასრულების შემდეგ მოედნიდან 10 წუთის განმავლობაში ვერ გავდიოდით", - ამბობს ხიდეშელი.

გამოცდილი მცველის აზრით, სტადიონები ყველა ქალაქში რომ აშენდება, სხვა სურათი გამოჩნდება:

"თურმე, როგორ ჰყვარებიათ ბათუმში ფეხბურთი. სხვათა შორის, მაყურებლისგან ერთი გინებაც არ გამიგია. პირიქით, თამაშის შემდეგ ტაშით გაგვაცილეს და თავისიანებიც გაამხნევეს. ამ ქალაქის, გუნდისა და გულშემატკივრების უსტადიონოდ დატოვება დანაშაულია. წარმომიდგენია, ევროპის ლიგაზე რომ ითამაშებენ, რამდენი ხალხი მივა და რა ატმოსფერო იქნება...

თუნდაც ფოთის მაგალითი აიღეთ - გარდამავალ ჩემპიონატში საკუთარ ქალაქში რომ თამაშობდნენ, ტრიბუნები ივსებოდა. ამის შემდეგ უფრო ადვილი გასაგებია, რამდენს კარგავს ჩვენი ფეხბურთი, "ჩიხურა" საჩხერეში რომ არ თამაშობს, ხოლო "კოლხეთი" - ფოთში.

თუ ყველა გუნდი საკუთარ ქალაქში ითამაშებს და მატჩები საღამოს, ხელოვნურ განათებაზე ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, ყველა ნახავს, რომ ჩვენს ჩემპიონატში უკეთესი თამაშები და ბევრად უფრო საფეხბურთო გარემოა, ვიდრე ბევრს ჰგონია".

ხიდეშელის აზრით, ასეთი მატჩები ახალგაზრდებსაც წაადგებათ:

"წელიწადში 6-7 თამაში რომ გვქონდეს, ახალგაზრდები - არველაძე, არდაზიშვილი, კომახიძე, ჭანტურია... უფრო გაიზრდებიან, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების წინ 30 თამაშის ჩატარებით. უმაყურებლო ფეხბურთი ემოციას ვერ გაგიჩენს.

გოლის შემდეგ ვატო არველაძემ მაყურებელს საკუთარი მაისურა რომ აჩვენა, შესაძლოა, ამით ხალხის ნაწილი გაღიზიანდა, მაგრამ ფეხბურთს ასეთი ჟესტებიც უხდება. ხალხი რომ არ ყოფილიყო, ეს მუხტი არ ექნებოდა და ამას არ გააკეთებდა.

თამაშის შემდეგ, თბილისში რომ მოვდიოდით, ბიჭები ვლაპარაკობდით და საერთო განწყობა გამოიკვეთა - ასეთი თამაშები ფეხბურთელს სტიმულს აძლევს, მეტი შრომისა და ევროპაში წასვლის სურვილს უჩენს, სადაც მსგავსი გარემო ჩვეულებრივი მოვლენაა.

წარმოიდგინეთ, ამ ერთმა თამაშმა ფეხბურთელთა განწყობა როგორ შეცვალა. ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ 90 წუთი მაინც ვიგრძენი თავი ფეხბურთელად. 5 მაისს ბათუმში ვნახე ის, რასაც ასე მონატრებული ვიყავი და რაზეც ვოცნებობდი. ასე მგონია, ყველამ ქართული ფეხბურთის მომავალი სახე ვიხილეთ. მთავარია, ეს მუხტი არ მოგვაკლდეს".

მარტო ამისთვის უნდა ააშენონ ბათუმში სტადიონი!..

თემურ შონია, ბათუმის "დინამოს" კაპიტანი:

- 9 წელია, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ და არც ერთ გუნდში არ მქონია ბედნიერება, საკუთარი მაყურებლის წინაშე მეთამაშა. ასე იყო "ცხინვალში" და ასეა ბათუმის "დინამოში", თუ არ ჩავთვლით ამ ბოლო მატჩს.

თამაშამდე ბათუმში სასწაული ხდებოდა, ყველა ფეხბურთით ცხოვრობდა, ხალხმა მსვლელობა მოაწყო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, რომელიმე ევროპულ ლიგაში ვთამაშობდი. ახლაც ამ მატჩის ემოციებში ვარ. ევროპის ლიგაზე კვიპროსის "ომონიას" რომ შევხვდით, იმასაც კი ვერ შევადარებდი.

აქვე რაგბის სამყაროს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში რომ დააბრუნეს.

- ძნელი მისახვედრი არ არის, ბათუმში უთამაშებლობით რამდენი დაკარგეთ...

- ასე მგონია, სხვა სტადიონზე ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმ 20 პროცენტს თუ ვავლენდით. შინ თამაში და საკუთარი გულშემატკივრის თანადგომა აბსოლუტურად სხვა განცდაა. რაც შეგვეძლო თუ არ შეგვეძლო, ვაკეთებდით.

ქობულეთში ხალხს მაგრად ვუყვარვართ და მათზე კარგის მეტი რა უნდა ვთქვათ, "ჩელე არენა" ჩვენი მეორე სახლია, მაგრამ... ჩვენი ქალაქი ბათუმია და აქ სხვა ატმოსფეროა. სირცხვილია, ასეთ საფეხბურთო ქალაქში საფეხბურთო სტადიონი რომ არ არის.

- თამაში ზედმეტი ნერვიულობის გამო ხომ არ წააგეთ?

- ძალიან დასანანია, რომ უამრავი მაყურებელი მოვიდა და წავაგეთ. ეს ჩვენთვისაც დიდი დარტყმა იყო და ბათუმელებისთვისაც, მაგრამ იმედია, გულშემატკივარი ისევ მოვა და დიდ წარმატებას ერთად მივაღწევთ.

წაგებას ნერვიულობას ვერ დავაბრალებ, რადგან დიდი მოტივაცია გვქონდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ელემენტარულად, მომენტების ნახევარი მაინც რომ გამოგვეყენებინა, ქულას მაინც ავიღებდით.

- კარგი მომენტი პირადად თქვენც გქონდათ 81-ე წუთზე, თამაშის ბედის გადაწყვეტაც შეგეძლოთ...

- გამოუყენებელ მომენტებში ჩემს ეპიზოდსაც ვგულისხმობდი. თამაშის შემდეგ ჩანაწერი 10-ჯერ მაინც დავატრიალე და ვერაფრით მივხვდი, როგორ მოიგერია თევდორაძემ ჯერ კვანტალიანის დარტყმა, მერე კი - ჩემი. კარგი მომენტები მანამდეც გვქონდა და მათი გამოუყენებლობისთვის მკაცრად დავისაჯეთ.

- "ლოკომოტივზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- გუნდი წელს ისე გაძლიერდა, არ გამიკვირდება, ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს. მიმაჩნია, რომ თამაშიც კარგი დონის იყო და წელიწადში ათ ასეთ შეხვედრას მაინც თუ ჩავატარებთ - მაყურებლებით, განათებით და დიდი ემოციებით, დონე აუცილებლად აიწევს. რეალურად, პირველად ვნახე, რომ ხალხს, თურმე, ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს.

მოედანზე გასვლამდეც ვიცოდით, რომ ბევრი ხალხი მოვიდოდა, მაგრამ აივნებზე, მესერზე, სახურავებზე შემომსხდარი გულშემატკივრები რომ დავინახე, გაოცებული დავრჩი. ეს მაგალითი ადასტურებს, რომ საქართველოში ფეხბურთი უყვართ და თუ სათანადო გარემო და პირობები იქნება, ჩემპიონატს მეტი მაყურებელი ეყოლება.

მეეჭვება, ამდენი ხალხი პოლიტიკურმა პარტიებმა მიიზიდონ. მარტო ამისთვის უნდა ააშენონ ბათუმში სტადიონი!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• otar

ბატუმსჰი გაადგურეს 3 სტადუიონი ,საცურავო აუზი 50 მტრ ,იახტ კლუბი და მრავალი სჰვა .ეს დიდი დანასჰაულია კარტველი ჰალჰის ცინ ....

• Dinamo batumi

Exla dilastanac anshlagi iqneba,da saertod yvela tamashze,magram zaan patara tevadobaa,jurnalistebtan meqneba txovna ro yvela im.pirovnebas dausvat shekitxvebi da miigot amomwuravi pasuxebi vinc pasuxis mgebelia batumis stadionis msheneblobisa,rogorc vici biujetidan gamoyogili iqna tanxa stadionis msheneblobistvis magram am temaze ise arian gayinulebi rogorc antarktidaze wyali...

• კახა ქირია

ბათუმი,ფოთი,ზუგდიდი,სამტრედია,ლანჩხუთი, ქალაქები სადაც უყვართ ფეხბურთი და არიან სტადიონების ღირსნი,ოღონდ ბუნებრივი აუცილებლად.აღმოსავლეთში -თელავში აუცილებლად.თუ სხვაგანაც იქნება მაგას რა ჯობია. მოკლედ უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ეს!

• quTaiseli

თუ ადამიანი ტავის აზრს გამოთქვამს რატოა ეს უმსგავსეობა და თავის შერცხვენა ეს ვერ გავიგე შე კაი კასცო ნეხვსი რო იყო ქარტული ფეხბურთი და ლამის ყველა ფეხბურტის მკვლელი ფედერაციაში დაასაქმეს მაშვინ ტაშის გრიალის მეტი აქ არაფელი მინახავს ეგ კიარა ბათუმს რო სტადიონი დაუნგრიეს აქაოდა პროგრესი მსხვერპლს მოითხოვსო რა სტადიონები აგიტყდათო ერთი გნიასი იყო აქ.ოცი წელი რო გნრევის მეტი არაფელი გიკეთებია ეხლა მოგინდა ერთბაშად ყველაფერი ეგრეარარის ბაბა არა.ვულოცავ ყველა ქართველს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს და ქართველი ერის მფარველი.უდიდესი მსხვერპლი გაიღო ჩვენმა ერმა ამ ომში და ძალიან ბევრმა ქართველმა ღირსეულად ატარა ქართველი კაცის სახელი ამ ომში.

• Jango

dato ბატონო... გენაცვალე აი რატომ წერ ამოდენა უმსაგვსობას ?რატომ ურევ ხალხს ტვინს,რატომ თავს ირცხვენ? 10 გუნდიანმა კი არა ბიუჯეტის ფულმა ქნა თავისი დროებითი,მოჩვენებითი ეფექტი და ამის საფასურს კიდევ გადავიხდით,როცა გაუარესდება მთლად ყველაფერი,თუკი მომავალი წლიდან ორივე ლიგისათვის აუცილებელი პირობა არ იქნება რომ ყველა უნდა იყოს კერძო საკუთრების კლუბი,არცერთი არაკერძო ააიპ,შპს ან რაღაც წარმონაქმნი არ დაიშვება ამ ლიგებში კერძო მფლობელის გარეშAე და უნდა დაწესდეს კლუბის ბიუჯეტის მინიმალური წლიური ზღვარი, მაშინ გინდ 6 გუნდიანი იყოს, გინდ 10 და გინდ 20- იანი,მაინც იქნება ხარისხი. ახლა კი პროფანაცია,თვალებში ნაცრის შეყრა და ფულის გადახარჯვაა.

• kaxa

ჩემი აზრით დიდად ვერც შოტლანდიის,კვიპრისის და დანიის ჩემპიონატი ბრწყინავს,მაგრამ კარგი იმფრასტრუქტურა რომ აქვთ და მაყურებელი დადის სტადიონზე ამით გვჯობიან.

• ბათუმელი

იყო ბათუმში სტადიონი :) მახსოვს დავდიოდი მამაჩემთან ერთად და სულ სავსე იყო. ყოველ მატჩზე ყველა ადგილი დაკავებული იყო. უყვარს ამ ქალაქს ფეხბურთი და ნუ კლავთ მათში ამ სიყვარულს. ზოგადად რეგიონებში ხალხი დადის სტადიონზე, მაგრამ სტადიონები არაა. ისე, რაღაც 1500 კი არა 3 ათასი ადამიანი მაინც უყურებდა იმ თამაშს :) და დამერწმუნეთ ერთი იმდენი უკან გაბრუნდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ვერ მივიდნენ მოედნამდე :) სამტრედიაშიც უნდა იყოს სტადიონი და ყველა ქალაქში სადაც ფეხბურთი უყვართ, მაგრამ ეს მიკნინება რა იყო ვითომ? აშენდება არენა ბათუმში და ნახავთ რამდენი მოვა და როგორ უქომაგებს კლუბს. ;) ;) ;)

• dato

აშკარად გაამართლა 10 გუნდიანმა ჩემპიონატმა, პროგერისც ეტყობა, გაშუქებამაც მოიმატა. შემდეგი ნაბიჯი სტადიონების აშენება და ჩემპიონატში მხოლოდ კერძო კლუბების დაშვება უნდა იყოს!

• ra aawrialet yvelaperi

ragac 500 kacian stadionze maqsimum iyo 1500 kacii. amoiget kadrebi samtrediis stadionidan dinamos ro etamashebodaa da naxavt ramdeni adamiani eswreba.. tan samtredia batumtan shedarebit dzalian patara qalaqia.. samtredia ro batumis xela iyos minimum 20 atasi kaci daswreba tamashs.. tunda gadaxedet qutaiisshi ramdeni xalxi eswreba

• რეზო

ბათუმის სტადიონს რომ დაანგრევ,ომარ ხაიამისა არ იყოს,უკეთესი რა უნდა ააშენო?

• zvika

Tqven naxeT batumi samtrdia ro iqneba

• john

მე რამდენსაც ვაგინებ იმათ ვისაც ეხება და აქამდე არ დააყენა საშველი სტადიონის აშენებას იმდენი 20 თეთრიანი ამაშენებდა ახლა მე.....

• S.P

hems qalaqhi kargi stadioni gvaqvs da kargi gundic. magram vdgavar hems batumlebis gverdit. batumhi aucileblad unda ahendes erti kargi stadioni.

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"ქობულეთის საფარის დანახვაზე, კვასოვი მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!"

გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

თემურ შონია: ეს დღე არასოდეს დამავიწყდება

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით

ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0 - სამზე ნაკლები არ შეიძლება

ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს

ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]

სანაკრებო თემაზე: ისინი ვლადიმირ ვაისისგან შანსს ელიან...

დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]

ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს

ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]

ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!

ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]